პოხუისტი მორალი ანუ რამ გაამწარა ახალგაზრდა გოგო.

ერთ ჩვეულებრივ დღეს როცა არაფერს ვაკეთებდი და მოსაწყენად ავატარ-ჩამოვატარებდი მაუსის ისარს facebookზე, უცებ ერთმა არცთუისე კარგად ნაცნობმა გოგომ მომწერა. ახლოს არ ვიცნობდი თუმცა მასზე უამრავი „საინტერესო“ ამბავი მქონდა მოსმენილი. თუ რატომ მომწერა დიალოგში გაიგებთ..
-როგორ ხარ?
-კარგად..შენ? ისე არ დაგიმალავ და გამიკვირდა რომ მომწერე.
-ვიცი რომ გაგიკვირდა და ალბათ მიზეზსაც უკვე მიხვდი ხო?
-აა ხოო..დღეს დაგინახეთ როგორ ჩხუბოდით მანქანაში..
-მაგის დედაც.. აღარ შემიძლია..
უხერხული სიჩუმის გასაფანტან მხოლოდ სმაილიკი გავუგზავნე და დაველოდე.. გგოგოს არც ვიცნობ წესიერად და ფაქტობრივარ შუტკა გამიხსნა.ისე არც გამიკვირდა..
-უი ბოდიში.ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებ და უცხოებთანაც ვიგინები.ჩევაში მაქ უკვე რა..
-რავიცი მგონი მე არ მიშლის შენი გინება.. მარა დღეს ისე აქტიურად იგინებოდი.. მასე თუ გააგრძელე მალე პოპულარული გახსები..უკვე მგონი მთელი უბანი გიცნობს..
– მიცნობს? ჰოო ბევრი მიცნობს.რავი არ მაწუხებს და დიდად არც მაინტერესებს.ხალხი კიარა ნაბოზვართა პარადია.მაგათ თემა მიეცი და წმინდანი რომ იყო ისე ამოგსვრიან…
– არ ხარ და ამოგსვარეს?
-რაიყო დაგიშავე რამე?
მივხვდი რომ ნაგლად ვესწერვე და თან ცოტა შეემეცოდა.
-არა რა უნდა დაგეშავებინა..რატო ხარ ასე გამწარებული.. ან დღეს ბოლო ხმაზე რა გაყვირებდა?
-ფუუ ეგ ახვარი…
-ახვარი? იცი ახვარი რას ნიშნავს? მემეგონა კაკ მინიმუმ ნაბიჭვარს მაინც იტყოდი
– შენც მართალი ხარ ახვარი როგორაა რა მანქანით დარბის ნახე ხო?
თვითონ იყიდა.
მივხვდი რომ ძალიან უნდოდა ლაპარაკი.მაგრამ ჩემთან რატომ ვერ მივხვდი..
-რა მოხდა?
-გიჟია რა..აღაარ შემიძლია. ჯერ იყო და ტვინი მომიტყნა მიყვარხარ მიყვარხარო.იმდენი ქნა მემგონი გამოვყლევდი და მეც შემიყვარდა. ხოდა ვხვდები ხოლმე ახლა რავიცი და ჩემი გადაკეთება მოინდომა მაგ ჩემისამ
ჯერ იყო და ფრჩხილებს ნუ იკვნიტავო,გადავიკარი სანტავიკები და გიჟი გიტარისტივით დავდივარ შავი სანტავიკებით,მერე თვალები ასე აღარ შეიღებო და უმაკიაჟო უფრო ლამაზი ხარომერე კაბის სიგრძეს მოუმატეო,ეს რა სუნამოს ისხავ ძაან უხეშიაო წავიდა რაღაც ფრანგული მომიტანა აი ისეთი ტრაკშიპეროგაყრილი საზოგადოება რომ ისხავს,მერე გვიანობამდე გარეთ ნუ ხარო, ბიჭებთან ნუ აბირჟავებო, ნუ სვავო, ნუღა ეწევიო, ახლა აღარც შეიგინოო.. კაი ტო ხო ხვდები რამდენ დათმობაზე წავედი და დაჟე თეატრრში წავყევი .. ისე რა მაგარი რამე ყოფილა მარა არ ჯდება ჩემი ცხოვრების რიტმში რა.. არა არ ვარ ეს შლიაპიანი საზოგადოებიდან რა. ასეთი ვარ და მაგას კიდე ჩემი შეცვლა უნდა ბლიად..
– ანუ გიყვარს ხო რადგან ამდენი დათმე ?
– ხო რა ეგრე გამოდის.. არადა აი სიმართლე რომ ვთქვათ კარგად იცი ვინ და რა ვარ.ალბათ ძაან ბევრიც გაგიგია ჩემზე.. დარწმუნებული ვარ ზოგი ძაან ბინძური ჭორიც გაგიგია რა. დამიჯერე ძაან ნიტო გოგოც არ ვარ პროსტა ეგრე ვცხოვრობ რა..
-მაგას ვინ ამბობს კაი რა.. ჩვეულებრივი გოოგო ხარ..
-კაი რა არ გინდა. კარგად ვიცი ვინ რას ამბობს და ვის როგორი ვგონივარ მარა გეუბნები რა.. პროსტა ვერ გავიგე ჩემგან რა უნდა.. აი მაგისნაირ ბიჭს, რომელსაც მშობლები პარლამენტში ყავს და თვვითონ კიდე ისეთია და ისეთ თანამდებობაზე ჩემთან რა უნდა ვერ გავიგე..პროსტა ეხა შეიძლება გიკვირს რა პონტში მებაზრება მე ამეებზეო მარა რავი ტო დავიღალე ვიღას მოუყვე.ირგვლივ ყველა მეუბნება მარტო სექსი უნდაო მარა არ უნდა და რა ვქნა.
აქ უკვე გულწრფელად შემეცოდა.. დაჟე ვიფიქრე და ვუთხარი კიდეც რომ:
-კაი რა არა რა მიკვირს.. შეგიძლია მენდო მართლა..იმპოტენტი ხოარაა?
-არა რა იმპოტენტი.. იცი რა გოგოებში ტრიალებს? არ გგკადრებო ესე მითხრა..
-მოიცა რო გთხოვოს დათანხმდები?
-იცი რა მაგრად მიყვარს? დავთანხმდები.. აუ არ იფიქრო ბოზია ვიღაცააო.. მამის სულს გეფიცები ქალიშვილი ვარ.. პროსტა შეიძლება ეგრე ვჩანვარ და ეგრე ლაპარაკობენ ჩემზე მარა არ ვარ ეგეთი ცუდი როჟა მართლა რა…
-იქნებ მართლა სერიოზულად გიყურებს?
– თუ ეგ სერიოზულად მიყურებს.. შეიძლება მარა რაღაც არამგონია.. თან იმდენი პრობლემაა.. მაგის მშობლებს მე არასოდეს მოვეწონები.. ვთქვათ და მართლა გავყვე იტყვიან შეეტენაო. იცი რა ოჯახი აქ? არადა ალბათ მოვკვდები რომ დავკარგო..
-სერიოზულად არ ულაპარაკია მაგ თემაზე?
-აბა შენ რა გგონია რისთვის ვიჩხუბეთ დღეს რომ სანათესაო დავაფარე თავზე..
-რაზე იჩხუბეთ?
-წამომყევიო.მეთქი მე მკიდია არავინ მყავს უკან გამომკიდებელი მარტო ვცხოვრობ.დედაჩემი საბერძნეთიდან ხომ არ ჩამოვა ჩემ მოსაბრუნებლად.თან 18 წლის ვარ უკვე და მკიდია მარა მაგას? და მეთქი მე კი მკიდია მარა შენ სახლში არ შეგვიშვებენ და მე დამცირებას ვერ ავიტან და მოვუტყნავ ყველას კეთილებს ვინც ჩემ დამცირებას ეცდებთქო. ნუ იგინებიო. მეთქი ეგრეა და შენი ნაბიჭვარი ნათესავები და კაპრიზნი მშბლები მე არასოდეს მიმიღებენთქო.ჩემი ხათრით ყველაფერს იზავენ ოღონდ ძალიან გთხოვ ცოტა გამოსწორდი და ჩემებს ნუ ლანძღავ, შენ დაჟე არც იცი როგორები არიანო.
-რა გინდა მართალი გითხრა..
-ხო მამენტ ხო მარა.. რავი მერე დამიწყო ჩემ ოჯახში ეგრეა და რა ვქნაო და დამიწყო თავისი ოჯახის თავზე მოხვევა და თავისი წარმომავლობით მარიაჟობა. მაგარი გამათახსირა თითქოს მადლობა უნდა მეთქვა რომ შემომთავაზა ცოლობა რა.. მერე მეც ვერ მოვითმინე ხო გესმის რა…ვერ მოვიმინე და ვზივარ ახლა ჩამომდის ცრემლები ჩამომერეცხა მაკიაჟი ვზივარ და ადამიანს აღარ ვგავარ დასიებული ტირილისგან..
უცებ გადავწყვიტე რარაც უნდა მეღონა..
-ცოტა დაფიქრდი რა .. 99% მართალია..
-გაჩე ახლა..
-გაჩე კიარა მომისმინე რო გელაპარაკები.. მართალია და არ გინდა შენ მაგის აღიარება. ეგრე მაგრა თუ უყვარხარ და ბიჭი შენგან არაფერს ითხოვს გარდა იმისა რომ ცოტა ნორმალური გახდე და გოგოს, ადამიანს დაემსგავსო ეგ ცუდი არაა. ცოტა დაფიქრდი რას აკეთებ.,სიყვარულს რის გამო კარგავ? ან გაქ დასაკარგი? ცადე რა.. შენი რა მიდის.. თუ არ ცადე მაინც დაკარგავ..
-ხო მარა რა ვქნა??
-დამიჯერებ?
-დამეხმარები რო?
-დედას არ მოვუტყნავ?
ვცადე მისი გამხიარულება და უცებ სმალიკების ძალიან ძალიან დიდი ტალღა შემოვიდა.. მივხვდი რომ გაუხარდა.. მთელი ერთი კვირა ვცდილობდი მის გამოსწორებას..ლექტორს არ უტარებია იმდენი ლექცია რაც მე მაგას ვუტარე და ვეჩიჩინე.. ბოლო ბოლო გაბედა და დარეკა.. ხმამაღალზე ჩართო და ძალიან გამიკვრიდა როცა საშინლად გახარებული მაგრამ თავშეკავებული ხმა გაისმა.
-გისმენთ!
-როგორ ხარ?
-მადლობ მოკითხვისთვის. ვერ დავიტრაბახებ. შენ როგორ ხარ?
-ვერც მე დავიტრაბახებ..
ისე გაინაზა მე მეგონა სხვა ადამიანს ვუყურებდი და არა იმ იაფასიან კახპას რომელიც ასე მონდომებით იგინებოდა ხოლმე ბიჭებთან ერთად..
-მისმინე ახლა თათბირზე ვარ.. საღამოს რომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ? ხო ხვდები დრო გინდოდა და იმიტომ არ გირეკავდი..
-გელოდები.. გამომივლი თუ სადმე სხვააგან შევხვდეთ?
-7ზე გამოგივლი..დამელოდე..
პირველი ეტაპი კარგად დასრულდა.. თუმცა აღმოჩნდა რომ კაბის მაგვრაიც არაფერი ქონდა.. პირველად გავიმეტე ადამიანისთვის საუკეთესო კაბა და მაკიაჟიც ჩემივე ხელით გავუკეთე.მოკლედ ნამდვილი ლედი მიდიოდა პაემანზე..ალბათ საერკეში თვითონაც ვერ იცნო თავისი თავი,ცრემლიანი თვალებით კი გადამეხვია.. ვთხოვე მარტო წასულიყო..ხელი მაგრად მომკიდა და მარტო ვერაო..
რომ მივედით უკვე მისული დაგვხვდა.. აწრიალებული.. მაშინვე მანქანისკენ გავარდა.კიდევ კარგი მოვასწარი და ხელით მოვქაჩე. გაჩერდა და დაელოდა სანამ მანქანიდან არ გადმოვიდა.. ყბის ჩამოვარდნა იქ უნდა გენახათ.. ნამდვილი შოკი იყო.. მანქანაში ჩასხდნენ და არ ვიცი რაზე ილაპარაკეს 2 საათი კი ველოდე. ბარდიულზე ლამის ჩამომეძინა. მერე გადმოვიდნენ მანქანიდან და ცრემლიანი მაგრამ ბედნიერი სახით გამომხედა.. პირდაპირ მივედი და ნიკოს მივუტრიალდი:
-წაიყვანე იცოდე თორე მოვკლავ -თან გავიცინე
-არც ვაპირებ დატოვებას-მითხრა და თვალი ჩამიკრა..
-და მაინც, როგორ მოახერხე რომ დაჟე აღარც იგინება?
-იგინება ხოლმე, ხანდახან..
-ეგ არაუშავს..ხანდახან მეც ვიგინები.. -გადამკოცნა მიტრიალდა და მანქანაში ჩაჯდა..
თვალცრემლიანი იდგა და მიყურებდა ჩემი გოგონა.. ასე მეგონა შვილი იყო ჩემი და უნდა წასულიყო.. თითქოს მე შევქმენი. სიტუაცია უნდა განმემუხტა.. ცრემლიანი თვალებით ვკითხე:
-იზავ ახლა შენით ყველაფერს თუ გამოგყვე ისევ და დაგეხმარო?
-დედას არ მოვუტყნავ? -გადაიკისკისა მაგრად ჩამეხუტა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა..
P.S მომესწრო გოგო.. დღე-დღეზე ბავშვი ეყოლებათ.. ელენიკოს ხშირად ვნახულობ..ოჯახმა საოცრად მიიღო, თან გადაყვნენ.. ისე არც ძაან გამოსწორებულა.. ფრჩხილებს აღარ იკვნეტს,ბიჭებთან ერთად აღარ აბირჟავებს,მაკიაჟს აღარ იკეთებს, სუნამოებს მხოლოდ ნამდვილ პარფიუმს ხმარობს, აღარ ეწევა, ჯერ არც სვავს,კაბებს კი იცოცხლე აფრიალებს ხან მოკლეს ხან გრძელს,გვაინობამდე მხოლოდ ერთად არიან გარეთ, გინებას კი მოკალით და ვერ გადაეჩვია.. ერთს ისე შეუკურთხებს ხოლმე მამა-პაპურად, კაი ვაჟკაცს არ ამოუვა პირიდან.. თუმცა ეს დიდად აღარავის აწუხებს..

ბოლოს ეს რომ წავიკითხე გამოგიტყდებით და ცრემლებით ვიტირე,აი გული ისე მეტკინა,მაგრამ ამას თქვენ ვერ მიხვდებით რატომ და რის გამო,ჩემი გოგო ხარ უცნობო,მიყვარხარ და ცხოვრებაში არ დაგკარგავ! ცემია ცემია ცემიააა!

ავტორები : იზი და უცნობი,ერთი უბრალო გოგო,იზის ცხოვრება ხარ შენ!

11 comments on “პოხუისტი მორალი ანუ რამ გაამწარა ახალგაზრდა გოგო.

  1. პატიკო მივხვდი რაც თქვი.. თავს უფელბას ვაძლევ როგორც ავტორმა გითხრა.. მესმის რომ ცოტა ვრცელია მაგრამ კიდე რომ შემემოკლებინა დამიჯერე აზრიდან აზრზე ხტუნვა მომიწევდა.. ამიტომ ვფიქრობ ესე ჯობია :))

  2. ააააააააა )) ძალიან კარგია )) ბოლოს ცრემლებიც კი წამომივიდა,მართლა გულწრფელად გამიხარდა ამბის ასეთი არც ისე დასასრული მაგრამ მაინც დასასრული )) კარგია ძალიან,ყოჩაღ-თ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s