ნაცნობი

რეპეტიციიდან გვიან გამომიშვეს… ქალაქში საშინელი საცობია და ვფიქრობ ღმერთოოო, როგორ არ უხდება პირველ “პაემანს” დაგვიანება… კარები შევაღე , მაგიდებს შორის გაფაციცებით ვეძებ. არ არის… ნუ მან ცოტა უნდა დააგვიანოს… მშვიდად დავჯექი სასმელი შევუკვეთე სიგარეტს მოვუკიდე ერთი ნაფაზი არ მქონდა ბოლომდე ჩასუნთქული კარები გამოაღო და მოვიდა… პირველ შთაბეჭდილებებზე მერე ჩვენც ვისაუბრეთ მაგრამ ეხლავე მინდა ვთქვა როგორი ლამაზი და მომხიბვლელია…
– იცი მე დღეიდან აღარ მოვწევ.
– ორშაბათიდან დაგეწყო… და გამიცინა..
პირველი რაც დავაფიქსირე მისი ტუჩების დაცილება იყო ერთმანეთისგან,ლამაზი ღიმილი ჰქონდა… ეჭვი მაქვს მასთან მიმართებაში ამ სიტყვას ხშირად ვახსენებ და მეპატიება ყველაფრით მოხიბლულს მასზე ესე წერა…
ყოველთვის როცა ერთ ურთიერთობას ვასრულებდი ვამბობდი რომ შემდეგს არ დავიწყებდი , ვამბობდი რომ აღარასდროს შევიყვარებდი … მაგრამ დღეს მეუღლე მყავს და ერთი შვილი… და ჩემი მეუღლეც არ ყოფილა გამონაკლისი , მის მერც ჩნდებოდნენ ის ერთადერთები, რომლებიც პოტენციური მეორე,მესამე და ასე შემდეგ ცოლები გახდებოდნენ ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო…მე მიყვარს ჩემი ცოლი , მაგრამ სხვისიც მიყვარდება…ის არ მომეწონება ჩემი რომ უყვარდეს მარა ”ნიჩიო”,ეგეც მოსულა…
ურთიერთობებში თავისუფალი, ყოველთვის ყველაზე კომპლექსიანი ვიყავი  პირისპირ ჩუმი და უემოციო,სახეზე ყველანაირ მიმიკას ერთი ჟესტით , ცხვირთან თითის მიტანით რომ ფარავს,როცა ვიცინი,მცხვენია ან მერიდება,ტყუილებს არ ვამბობ თორემ ალბათ რომ გატყუებდე მაშინაც ცხვირთან მივიტანდი ხელს….ის კი ყველაზე მეტად მომხიბვლელი იცი რითი იყო ? ასე მშვიდად იჯდა , მიყურებდა , იცინნოდა, მაჩუმებდა ხანდახან როცა არაადეკვატურობის პიკს ვაღწევდი და არადროს მოქმედებდა ხელებით დიალოგისას…
მაშინ როდესაც პრობლემებს ხელიდან ვეცლებოდი და მასთან მივდიოდი ყველაფერ თითქოს ლაგდებოდა,მასავით დნჯი,მშვიდი,დალაგებული,ჭკვიანი და ლამაზი მეგობარი ქალი არადროს მყოლია…ძნელია მასთან ყოფნა,რთულია მაგრამ იმაზე მეტად სასიამოვნო და ამაღელვებელი ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს…
ნაცნობი კაფე და, მუდმივად უცვლელი მენიუ,მე შავი ლუდი, შენ მწვანე ჩაი , ცა ცისფერია,ხალხი ჭრელი და მაინც ყოველთვის ერთი გზა სახლამდე,სუნი რომელიც მხოლოდ შენ გაქვს და გამჭრიახობა რომელიც მე დამყვება…
პირველ ხანებში იმაზე მეტად მიჭირდა ვიდრე მეგონა, კვირაში ერთი შეხვედრა და დღეში ერთხელ საუბარი , ისიც განსაზღვრული დროის მონაკვეთებში…კარგია როცა რაღაც დიდხანს გინდა და შემდეგ მიიღებ, მიიღებ რა უფრო მოიპოვებ,თორე ვინც ეგრევე იმას გაძლევს რასაც ითხოვ პროცესშივე გბეზრდება…
უცნობი საფეხურები…უცნობი საკეტი,უცნობი გარემო,უცნობი საწოლი და ერთადერთი რაც იქ ნაცნობი იყო მე და შენ ვიყავით…პირველი ემოციები არცისე ემოციური იყო…შენ არ მოგწონდა ის აზრი რომ ჩემთან ასე სხვის სახლში გაჩერება შეგეძლო და არ მოგწონდა ის აზრი ვინ იყავი ჩემთვის..მაგრამ შენ არ გინდოდა მეტი,არ გჭირდებოდა სხვა სტატუსი და არ სჭირდებოდა შენს ცხოვრებას რაიმე მეტი ოფიციალური.არც მე მინდოდა ამაზე მეტი,ესეც ძალიან ბევრი და ყველაფერი იყო… შენ არ შეგეძლო ერთგულება მე კი ღალატის ამტანი ადამიანი არასდროს ვყოფილვარ… შენ მოდიოდი ჩემთან ერთხელ და მერე მიდიოდი , უბრალოდ ისე დამეთხვა მგონი მეასედ გაგიცანი თავიდან…ეს იყო გამოსავალი… მგონი მეასედ შევაღეთ სხვისი სალხის კარები ერთმანეთისთვის…
ნაცნობი კაფე და ორასი ბოთლი შავი ლუდი,მწვანე  სითხით დასვრილი ფინჯნები,ცა ისევ ლურჯია, ხალხს არ ვაკვირდები,გიყურებ შენ ისე ხარბად და ისე ლამაზად ყურადღებაც ვერ გადამიტანია საკუთარ ცხვირზე…გიყურებ ისე თითქოს პირველად გხედავ და მიყვარხარ…
სხვებისთვის საინტერესო პროლოგი ჩემთვის ზედმეტად დრამატულ ეპილოგად შეიცვალა…მე არ მქონდა უფლება მყვარებოდი , არც შენ მაგრამ გიყვარვარ, ვინაიდან და რადგანაც მე შენზე ძლიერი ვარ, ჩემ თავზე ავიღე და პირველმა გითხარი… და დავდეთ დაშორების ხელშეკრულება…
მე მიყვარხარ , მაგრამ ის არ მინდა რომ სხვასაც უყვარდე…
ნაცნობ კაფეში , მე უსიგარეტო , შენ საყვარელი სასმელით ხელში…ჯიბეში უკვე ნაცნობი სახლის საკეტი-გასაღებით… გიცდი შენ რომელიც ხათრის გამოც კი აღარასოდეს მოხვალ… ❤

”აღლუმის” მოლოდინში

დადგა მაისი და სიცხესთან ერთად იმატა ქართველების ვნებათაღელვამ.
პირდაპირ მიმართვებზე გადავალ და მოკლეთ ჩამოგიყალიბებთ სათქმელს.
გული მერევა თქვენზე , იმ ქართველებზე რომლებიც 17 მაისს გულისფანცქალით ელოდებით.
გული მერევა ოფლიან,წვერიან,შავ მაიკებში და სველი ბენდენით გამოწყობილ,მუხლებში ჩატეხილ და ‘ბაბულიკა’ ბიჭებზე თავი კაცები რო გგონიათ და ‘ბიოს’ და ‘კრაკადილის’ მოწევით იმპოტენტები რომ გახდით,მიმიფურთხებია თქვენთვის ძმაკაცის ცოლებს დაიკოებს რომ ეძახით და ზურგსუკან ”ოხ ამას რას ვუზამდიო” რომ იძახით.
ყველა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანს რომ ”პიდარასტებს” ეძახით და სინამდვილეში აი თქვენ არცერთი ”პიდარატი” რომ არ მო…ვთ 🙂
სუფრაზე რომ დათვრებით და ‘ღიპებით’ ეტოლებით ერთმანეთს ”ვის უფრო დიდი აქვსო”.
”ვახტანგურის” დროს რომ ‘ლოღნით’ ერთმანეთს და ვინ მეტ ყანწს დალევს უფრო მაგარი კაციაო,მერე მიდიხართ და სახლში პათოლოგდებით.
17 მაისი რომ ”პიდარასტების” ცემის გამო გინდათ. . .
ახლა გადავიდეთ იმ საშინელებაზე რაც ჩემი ყურებით გავიგონე.
მოკლეთ ერთ-ერთ გრუზინულ სუფრაზე ვისხედით და იქ იყვნენ ორი მამაო ერთი ბერი და სამი გენერალი (ნუ რა ხალხში ვააარ) და იქ ყველაზე მსუქანმა მამაომ რომელმაც სანამ შემოვიდოდა ჩემს ახალ შარვალზე თქვა ეს ”ნიფხავი” რატომ გაცვიაო და ყურადღებაც არ მივაქციე , წამოიწყო ლაპარაკი 17 მაისის აქციის თემაზე. და ამბობდა ასე ”ხვალ (14 მაისს) ”საძმო” მივდივართ ლომისაზე , იქ ცხვარი უნდა დავკლათ,გავერიდოთ აქაურობას,თან მოვითათბირებთ რა უნდა ვუქნათ იმათ იმ დაწყევლილ დღესო.
მერე გენერლებმა მთელი ეკიპაჟები მობილიზირებული იქნება მამაო თქვენთან ვართო.
ამ საუბრის შემდეგ შვიდივე ისე დათრვნენ ერთმანეთს ეხუტებოდნენ კოცნიდნენ და სიყვარულს ეფიცებოდნენ.
აჰ. იქამდე ნასვამ მამაოს დაურეკა მრევლმა ეს კი ეუბნებოდა,ნუ მირეკავ ქალბატონო უკვე შევწუხდიო.(ნუ მესმის ეს შეიძლება ადამიანურიდან გამომდინარე)
ხოდა მოგმართავს ყველას ვისთვისაც 17 მაისს მზე სხვანაირად ამოვა. მიმიფურთხებია თქვენთვის. ჰოომოფობები ყველაზე ადრე მოკვდებით !!!! by-default-2012-04-25-at-9-29-24-am

ლექსი,პროზა და სონეტი…ანუ როგორ მიყვარდი

ლექსმა,პროზამ და სონეტებმა შემიპყრო… სევდიანი ფიქრების ნისლით იყო დაფარული ერთოთახიანი ბინა, გარეთ გლოვის ზარები გამალებით რეკავდნენ , ლამპიონის მკრთალი შუქი მინათებდა ერთადერთ სარკმელს…

 

კედლები ნიკოტინის სუნით იყო გაჟღენთილი, იატაკი ბროლის ჭიქის ნამსხვრევებით, ჰაერს ალკოჰოლის გემო ჰქონდა, მე კი შენი მონატრებით ვგიჟდებოდი…

 

სურვილი მიჩნდებოდა ვენების საკუთარი კბილებით დაგლეჯის, მორფინის დოზაზე მეტის მიღების, სასმელში ჩახრჩობის და… დღედაღამ ტირილის….

 

არ ვიცოდი ოდესმე ჩემთანაც თუ გამოანათებდა მზე…. მაგრამ მოხვედი შენ,გაანათე ჩემი ოთახი,გადაწიე ფანჯრები და… მერე შემიყვარდი…

 

ორივე ხელიხელჩაკიდებული ყოველ საღამოს დავდიოდით ზღვის ნაპირზე, თვალებს ვხუჭავდით და შუბლზე გკოცნიდი, მთვარეზე ფეხშიშველები დავრბოდით და ზაფხულის ცხელ ღამეებს ვათენებდით ….

 

მერე ჩვენც დაგვიდგა შემოდგომა… გრძნობის-ცვენა…. გვიხუნდებოდა მოგონებები… ვეღარც სითბოს ვგრძნობდით… მაგრამ , მე შენ ისევ მიყვარდი  ….

 

 

ლექსმა,პროზამ და სონეტებმა შემიპყრო… სევდიანი ფიქრების ნისლით იყო დაფარული ერთოთახიანი ბინა

გიჟის აღსარება ( ანუ როცა მითხარი რომ სხვა გიყვარდა )

მე ახლა დავწერ და დასკვნა ტქვენ გამოიტანეთ კომპეტენტურო ადამიანებო და ადამიანებო. 🙂

 

დილით ადრე ავდექი და სავარჯიშოდ გავედი,ვიცოდი დღეს უნდა მენახე…მშვიდად გავიდა დრო სამ საათამდე…თუმცა იქამდე ისეთი წვიმა იყო მეგონა სახლიდან ორი დღე ვერ გავიდოდი მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა ნებისმიერ ფასად შენი ნახვა. როცა მოვედი ნატკენი ფეხი ძლივს შემოვდგი სახლში დივანზე დავწექი და სიმრერები ჩავრთე,შენ ზედმეტად მშვიდი იყავი,აუღელვებელი,იმ ჭიამაიას მაგონებდი მაისურზე მკერდთან რომ გეხატა…    შენი საქმიანი ფუსფუსი ყელში რომ ამომივიდა და ფინჯანი ყავაც რომ აღარ გადამივიდა ყელში ავდექი და გადავღვარე მიხვდი,დაჯექიო შემომთავაზე რაზეც დაგეთანხმე და თვალები მაგრად დავხუჭე…ზუსტად არ მახსოვს ციტირებას ვერ მოვახდენ რადგან მხოლოდ ის გავიგე ‘’მე მიყვარს’’ ‘’ აი შენ რომ გიყვარვარ იმაზე მეტად მიყვარს’’ ‘’შენზე შვიდჯერ მეტად მიყვარს’’ ‘’ ვწუხდები და მეც დასვენება მინდა’’-ო…    გისმენდი…გისმენდი და ვგრძნობდი თვალებში სისხლი როგორ მაწვებოდა…საკუთარ მაჯას კბილებს ვუჭერდი ისე რომ შენ არ დაგინახავს…თვითგვემას მივეცი უბადრუკი სული და სხეული…შენი სამზარეულოს კარებებს შორის მხრებით მაგრად დავდექი მივეყუდე რომ არ დავცემულიყავი სხეულით ისე როგორც სულით…    მეორე ოთახში ბარბაცით,მთვრალი კაცივით გავედი…ირგვლივ რა ხდებოდა არ ვიცი…ის ვიცოდი რომ შენ გვერდით იყავი და…მძიმედ დავეშვი …თავი ჩავხარე და ენაზე კბენით ვიკავებდი თვალებზე მომდგარ ცრემლს…    ოთახში გამოხვედი და წინ დამიჯექი…მე ვერ გავძელი და ისევ სამზარეულოს კარებს მივაშურე,იქაც გამომყევი და დაჭერობანას ნუ მეთამაშებიო ხუმრობით მითხარი…    მე გავჩერდი ორ კედელს შუა… შენ კი პირადად ჩვენი სიმღერა ჩართე,ის რასაც მე და სენ ვუსმენდით…. ის რაც ორივეს საერთო გვქონდა,ის რაც გვიყვარდა… სახეზე ხელები მაგრად ავიფარე…ჯერ მარჯვენა თვალიდან წამოვიდა ცრემლი,მერე მარცხენადან,ვერ ვსლუკუნებდი,არ მინდოდა შეგემჩნია…ცოტა დავწყნარდი და ტელეფონზე ესემესი მოვიდა ‘’შენ იცოდი რომ მე ვინმე შემიყვარდებოდა’’ ამას დაუყოვნებლივ მოყვა მეორე ‘’ შენ ისიც იცი ოდესმე პირადი ცხოვრება მექნება’’ შემდეგ მესამეც რომელიც უკვე ვეღარ წავიკითხე , პასუხი დავუბრუნე რომ ამ ერთხელ მაპატიოს ეს სისუსტე და ისევ იქითა ოთახში გავედი,ახლა აღარ გამომყევი…    პირველად ძირს ნატკენი მუხლით დავეცი,ამას მეორეც ჩაჰყვა,ხელები მიკანკალებდა,ტუცებიც თვალებიდან ცრემლები მდიოდა და ეს ყველაფერი უკვე ისტერიულ ქვითინად მექცა ვტიროდი ხმამაღლა და დაუფარავად , ვტიროდი დაკარგულ ‘’ჩემსაზე’’ ხაზგადასმულ გრძნობებზე და ყველაფერზე,იმაზე რომ ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა,მოგწერე რომ ჩემს უკან დამდგარიყავი,გამოსულიყავი და ხმა არ ამოგეღო,დიდხანს გელოდე…უკნიდან დაინახავდი მხრებში გამართულ ამაყად მდგომიარე ადამიანს რომელსა მხოლოდ მხრები უცახცახებდა,ვერავინ გაიგებდა რის გამო…მაგრამ ეს ერთი თხოვნაც,საბოლოო თხვნაც არ შემისრულე,მოხვედი და იქვე მდგომ დივანზე დაჯექი…    მე ვერ გავძელი და მაინც გავაკეთე ეს,შენს წინ ჩავიმუხლე,ფეხებზე მოგეხვიე და ხმამაღლა ავტირდი…ავტირდი და ხელებზე გეფეებოდი,შენ აღარ მახსოვს მგონი არც გატოკებულხარ…ორ წუთში წამომაყენე და დამამაშვიდებლები დავიეთ ორივემ…    მივხვდი რომ ჩემი იქ გაჩერება არაფრით აღარ შეიძლებოდა…  ავიღე ჩანთა და წამოვედი…ახლა ვიხსენებ და არაფერი მახსენდება როგორ გამოვედი,დაგემშიდობბე თუ არა რა გითხარი არც ის მახსოვს,მახსოვს მხოლოდ ის რომ გზაში ძალიან მციოდა,სახლამდე ძლივს ავედი გავითოშე…მარტო ვიყავი…რომ დავფიქრდი და მივხვდი რომ უშენობბით დავიღუპე,იმ წამს ხელში რაც მომხვდა  ყველა ნივთი კედელზე მივახეთქე….გამახსენდა მუხლი რომელიც უკვე გაუსაძლისად მტკიოდა და დავიხარე დავიხარე და იქ დადებული ხის ჯოხი რომელიც საკმაოდ მძიმე იყო ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი ოთხჯერ თუ ხუთჯერ დავირტყი ფეხში…ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი,ვყვიროდი და უმართავი ვიყავი….ამის მეტი აღარაფერი მახსოვს,ვერაფერს მოგატყუებ…

 

ახლა მე ვზივარ პატარა შუშისკედლებიან ოთახში…. (სანამ წამოვიდოდი ბოდიში მოგიხადე ტანსაცმელი დაგისვარე ჩემი ცრემლებითთქო და შეიფერე,ნუ მებოდიშებიო) მე კი აქ მხოლოდ სამი მაისური მაქვს, ორი თეთრი რომლებსაც ყოველდღიურად ვხმარობ და ერთი ნაცრისფერი რომლებსაც ეგრეთწოდებული ‘’პაემნების’’ დროს იცვამენ ხოლმე აქ მაცხოვრებლები…მაგრამ ჩემი ნაცრისფერი საკიდიდან არასდროს ჩამოუხნიათ… ვითხოვე რომ კალამი და ფურცელი მოეტანათ ჩემთვის… ეს შემისრულეს…. ახლა გიგზავნი ამ წერილს… და შენ (თქვენ) განსაზღვრეთ, როგორ შეიძლება უწოდო გიჟი ადამიანს რომელიც გრძნობებზე და განცდებზე ასე საუბრობს,განა იმიტომ რომ იმპულსებს აჰყვა? განა იმიტომ რომ მუხლი საკუტარი ხელებით გაიბზარა? განა იმიტომ რომ დაამტვრია მაშინ როდესაც სტკიოდა?თუ იმიტომ რომ თვითმკვლელობა ვერ გაბედა…არა მე აქ არ უნდა ვიყო,თუმცა მანდ ცხოვრებას ისევ აქ არსებობა მირჩევნია,აქ ვეღარავინ მატკენს გულს,აქ ვეღარ ვიტკენ სხეულს და სულს…აქ ყველაფერი თეთრია…ხან ნაცრისფერი…ჩემთვის კი მხოლოდ თეთრი…

შეძლებისდაგვარი დაბრუნება

ალბათ სავარაუდოდ ერთი წელია აღარაფერი დამიწერია. ეს ის პერიოდია უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე ახალი მეგობრები გავიჩინე და უფრო თავაშვებული და თამამი გავხდი.ყველაფერი რაც ხდებოდა ამ დროის განმავლობაში სწორად რომ გამომეყენებინა ვიქნებოდი ჭკვიანი გოგო. მაგრამ რათქმაუნდა ეს ისე არ ხდება და ბევრი როგორ ვთქვა…გულისტკენა თუ ცუდი რაღაცეები დამრჩა მოსაგონად…ახლა ბლოგზე წერა ისევ რატომ დავიწყე ღმერთმა იცის. მიმივიწეს ვიღას ახსოვს ჩემი ცხელ-ცხელი პოსტები,ისეთსაც აღარაფერს ვწერ,უფრო ჩემთვის და ჩემი სანაცნობო წრისთვის. არც იმის იმედი მაქვს ისევ ისეთი პოპულაურლი ბლოგი მექნება მეთქი (თუმცა ეს ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში) ვეცდები ისევ ვწერო სტატიებსაც დავწერ და მე და კიდევ 1-2 ადამიანი ხომ მაინც გაიხარებს ჩემი დაბრუნებით. ახლა კარგად ვარ და ისევ შემოგიერთდით ❤

‘’ ძალიან მაგრად მიყვარხარ’’

–          გცივა?

–          არა.

–          მომეცი ხელი…

ორი ნაბიჯი არ გადაუდგავს…თავისი ხელი ხელზე მომიჭირა…სულ გაყინული იყო…ქუჩას მხოლოდ მე და ის მივუყვებოდით,იყო,საიდან მოვდიოდით,ან სად მივდიოდით არ ვიცოდი,ერთი ის ვიცოდი რომ ძალიან მიყვარდა…გვიანი იყო…თოვდა,ლამპიონების შუქზე კი თითქოს თითო ფანტელს ვითვლიდი…

–          როგორც დაიწყო ისე დამთავრდა ხომ?

–          ასე რატომ მელაპარაკები…

–          არა,ჩვეულებრივ გელაპარაკები,აქ აღარ იქნება აღარც ცრემლი,აღარც ტკივილი…ბოლო ორი კვირაა გაკვირდები და დასკვა ჩემით გამოვიტანე,ახლა გეუბნები იმას რაც შენ უნდა გეთქვა,ან იტყოდი მომავალში…საქმეს გიადვილებ…მე შენ აღარ მიყვარხარ,არც შენ გიყვარვარ…არ თქვა ახლა ცდებიო…ფაქტი ფაქტად რჩება,რამდენად ძლიერად გვინდოდა და გვჭირდებოდა ერთმანეთი ახლა იმდენად დავშორდით…დავშორდით და აღარაფერი დარჩა უბრალოდ ნაცნობობის გარდა,ეს ყოველთვის გინდოდა…

–          არასწორ დასკვნებს აკეთებ…

–          მაშინ დამიმტკიცე რომ გიყვარვარ და მითხარი ‘’ ძალიან მაგრად მიყვარხარ’’.

–          რატომ,ვინმე გვისმენს და გინდა გაიგოს?

–          ცხოვრებაში ერთხელ ვერ მიიღე ჩემთან საუბრისას სწორი გადაწყვეტილება…

–          კარგად იყავი…

–          მოიცა…

ხელი მაგრად ჩავჭიდე და წასვლის უფლება არ მივეცი…შევხედე და შავი მოსაცმელი უკვე სულ მთლად გადათეთრებული ჰქონდა,წითელი ტუჩები სიცივისგან დასუსტებული…მინდოდა მეკოცა ახლა,როცა წინააღმდეგობას ვერ გამიწევდა,მეყვირა რომ მიყვარდა და ქალაქი გამომეღვიძებინა მაგრამ არა…

–          ნუთუ ასე ძნელი იყო ამ სამი სიტყვის თქმა?შენ თვითონაც იცი და მეც კარგად ვიცი რომ ჩვენი ურთიერთობა დაინგრა,ახლა ამ ნანგრევებში ვიქექები და ვეძებ რამე ხელმოსაჭიდს… მაგრამ არაფერი ჩანს… ახლა ის მინდა გითხრა რაც არასდროს მითქვამს… მინდა გამოგიტყდე …არასდროს არავიში შემშლიხარ,არასდროს,უბრალოდ მინდოდა გეეჭვიანა,მინდოდა გამეგიჟებინე და გეგრძნო რომ ძალიან მაგრად გიყვარვარ…არაფერს არ ვნანობ…მართლა არ ვნანობ,უბედნიერესი ვიყავი შენთან გატარებული დროის მანძილზე.

–          არაა მასე…

–          ასეა ასე,რადგან ვიძახი ასეა მე დავმარცხდი……

–          არა ბედნიერება შენ წინ გელის,ოღონდ სწორი გზით უნდა იარო…

პატარა პაუზა…

–          დამარცხი?იბრძოდი?

–          კი ვიბრძოდი,ყოველი დღე ვებრძოდი ადამიანებს რომ შენ მყვარებოდი,ღმერთს ვებრძოდი…შენ გებრძოდი,საკუთარ თავსაც ვებრძოდი…

–          ღმერთს არ უნდა ებრძოლო… და გამიღიმა…

–          არა შენ ყოველთვის ახერხებ მნიშვნელოვანი საუბრიდან ამოირჩიო ყველაზე უმნიშვნელო ნაწილი და ამაზე გაამახვილო ყურადღება…ამით ნერვები მომიშალო…მაგრამ ეს შენი სტილია მე მივეჩვიე…

–          კარგად იყავი…

–          კარგად…ხო..მე ამაზე დავწერ…და მერე იქნებ კიდეც წაიკითხო მეთქი ვუთხარი…

–          რაზე?

და პასუხი უკვე აღარ ჭირდებოდა ამ ყველაფერს…ხელი ცივად გავუშვი,არც გაჩერებულა,უკანაც კი არ მოუხედავს თორე გავედევნებოდი და მერე სამუდამოდ დავიტოვებდი…იქვე ჩამოვჯექი… და ვუყურებდი როგორი ნელი ნაბიჯებით მიდიოდა,თოვლი კი უფრო სწრაფად მოდიოდა…სამ წუთში მისი ნაკვალევიც კი გააქრო მიწიდან,მის ჩრდილსაც ვერსად ვხედავდი…

 ნუთუ ასეთი ძნელი იყო გეთქვა : ‘’ ძალიან მაგრად მიყვარხარ

ჩემი ‘’რეაქტიული პარანოია’’ ქალბატონი თამარ ყურაშვილის წიგნის მიხედვით

დაძაბული კვირა მქონდა…უფრო დამეძაბა კვირის ბოლო…ამას გაღიზიანება,კამათი და ხმამაღალი საუბარიც დაემატა…კვირა სახლში გავატარე,კომპიუტერს არ მივკარებივარ,არ მინდოდა თუ რომც მდომოდა არავინ მიმაკარებდა ეგ სხვა საკითხი იყო.დავაშავე და ‘’პასუხისგებაში’’ მიმცეს…ჯანდაბას…ვისვენებ…და რასაც მთელი კვირა ვგეგმავდი და მხოლოდ იმიტომ ვერ შევასრულე რომ სათანადო მომენტს ველოდებოდი,კარგი იყო ეს მდგომარება თუ ცუდი…დადგა ეს დღეც…

თამარ ყურაშვილი,(თამარა)მე ასე ვეძახდი,ჩემი ლექტორია…ეს რაღაც ამაღლებული წოდებასავით გამომივიდა…თამარა მწერალია,ზუსტად ჩემს დაბადების დღეს ჰქონდა წიგნის პრეზენტაცია…მის შესახებ ვიცოდი,მსმენია…ახლა მიხარია…პატარა ბავშვივით ამენთო თვალები აუდიტორიაში რომ შემოაბიჯა,მოგვესალმა…მისი საუბრის მანერა,ოდნავ ბოხი ხმა და ქალური სინაზე…როგორ ვთქვა,როგორ ავღწერო ის პირველი მუხტი რაც დამებადა მისი დანახვისთანავე არ ვიცი…მომინდა რომ ძალიან მოვწონებოდი,მაგრამ ყველაფერი თავისით მომხდარიყო და არა დადგმული სპეკტაკლივით…რომ მე ის მომწონდა,გავუღიმებდი,იმასაც მოვეწონებოდი და გამიღიმებდა…აქ დასრულდებოდა ყველაფერი და ერთი იმ სტუდენტთაგანი გავხდებოდი რომელსაც ქალბატონი თამარი როგორც ლექტორი და მწერალი ისე მოსწონდა,მომინდა გამეცნო როგორც ადამიანი…ლექციის სემდეგ მასთან მივაჭერი და,პირველი წინადადება ზუსტად მახსოვს : ქალბატონო თამარ,ძალიან მომწონხართ!!!მერე რა ვთქვი და რა მიპასუხა ის უკვე აღარ მახსოვს…ერთი-ორი სიტყვა ვუთხარი რომ ბლოგი მქონდა და ვწერდი ჯერჯერობით სამოყვარულო დონეზე,მახსოვს მის წიგნზეც ვთქვი რაღაც და დავპირდი რომ წავიკითხავდი…

საღამოს ‘ფეისბუკზე’ დავამატე და…მაშინაც საუბარი ასე დავიწყე : ქალბატონო თამარ…იყო თბილი და უზომოდ კორექტული ადამიანი…თამარას მოთხრობები ვიცოდი,ძალიან მომწონდა ‘’ხვალ ხუთშაბათია’’…არვიცი ვცდები თუ არა მაგრამ იმ პერსონაჟებიდან გამომდინარე გავიგე როგორი იყო თამარა,ჩემი თამარა და არა ყველას თამარ ყურაშვილი… P.S ასე ადამიანზე პირველად ვწერ,დარწმუნებული არც ვარ რომ ვაჩვენებ მას ამ პატარა ჩანაწერს მაგრამ მაინც მგონია რომ ნახავს,ნახავს და გაიღიმებს…ან არ მოეწონება…ნუ…კარგით.

კვირიდან კვირამდე დღეებს ვითვლიდი ლექციის დრო მოსულიყო,გაღიმებული და ხმაში  ოდნავ შეპარეული სირცხვილით მივსულიყავი მასთან, ‘’რეაქტიული პარანოია’’ მიმეტანა და… იცით რა დამიწერეთ? აი რომ იგრძნობოდეს რომ ჩემია…თამარამ რა თქმა უნდა გაიგო მე რაც მინდოდა ზუსტად ვიცოდი მიმიხვდა..

თვალები დავხუჭე, არ ვუყურებდი ის ნახევარი წუთი თუ უფრო ნაკლები რას წერდა…

–  დღეს თერთმეტია ხო? – კი! ვუპასუხე გაუაზრებლადდა სწრაფად,ისე რომ არც ვიცოდი რა რიცხვი იყო რა დრო და საერთოდ რა მჭირდა? არა,ალბათ ყველას ასე ემართება…

– დიდი მადლობა.

– საინტერესო ადამიანი ხარ იზი.

შემრცხვა,გავწითლდი და თვალებში არც შემიხედია ისე მოვუხადე მადლობა ვუთხარი რომ ძალიან მიყვარდა და წამოვედი…

გამოსვლისას წიგნი გადავშალე პირველივე გვერძე ეწერა :

იზის!

მომავალ მწერალს,თავისუფლების

მაძიებელ ადამიანს.

საუკეთესო სურვლებით

თამარ ყურაშვილისგან.

11.10.13

 

ფრთები რომ მქონოდა ავფრინდებოდი,ავფრინდებოდი და მთელ წიგნს ჰაერში წავიკითხავდი,არ ჩამოვფრინდებოდი სანამ არ დავასრულებდი,სანამ არ აღვიქვამდი ისე როგორც საჭირო იყო,მაგრამ ‘’ადამიანებს იმიტომ არ შეუძლიათ ფრენა რომ არ გააჩნიათ კილი’’ – თვალები გამიფართოვდა და სწრაფად წავიკითხე რა იყო კილი. ‘’კილი’’ – ფრინველის გულ-მკერდის ძვალია’’… ფრენაზე ოცნება შევწყვიტე და უფრო მოხერხებულად,ჩემს დივანზე კითხვა გადავწყვიტე…

მანამ სანამ წიგნზე გადავიდოდე,ვიტყვი რომ მე ჩემი თამარა უკვე მყავს,მას ვესაუბრები ინტერნეტში,გახსნილად და მეგობრულად,ისე როგორც შეიძლება ითქვას არავის…ან რა გასაკვირია…თეატრი ხომ ორივეს გვიყვარს,აუცილებლად წავალთ ერთად!არსებობს ურთიერთობები,მეგობრობა,სადაც ასაკი მხოლოდ ციფრებია!!!ვგონებ ეს ის შემთხვევაა…

იზი!რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს!!!

ამაზე გამეღიმა მე…ინტერპრეტაცია გასაგები იყო…

 

წეღან,დასაწყისში ვახსენე რომ ეს კვირა დაძაბული იყო განსაკუთრებით კი დღევანდელი დღე,სახლში რომ დავბრუნდი,დავწექი,წიგნის კითხვა დავიწყე,იმ იმედით რომ ჩხუბს და კამათს ცოტათი გადავდებდი და ამ დროს საღამოც მოვიდოდა,ასევე ჩემი დაღლილობით ჩამეძინა…არა,კითხვაც მოვასწარი…რომ გავიღვიძე კიდევ წავიკითხე,ამასობაში (ჩხუბამდე) მივადექი ‘’ჭკუის სასწავლებელი რიტორიკა’’ ასე ერქვა…დავამთავრებ და მოვალ სასამართლოზე თქო ვიფიქრე…კიდევ კარგი წავიკითხე,წავიკითხე მეგობარ ფსიქოლოგთან საუბარი და მისი ოთხი რჩევა საიდანაც – პირველი : ‘’სანამ აფეთქდები დაითვალე’’ მეორე : ‘’როდესაც ვინმე თავს გესხმის სხვადასხვა სახის საყვედურებით და ბრალდებებით,მის წინ კედელი აღმართე გინდა- შუშის, გინდა ქვის, ვერ ხედავ,არ გესმის,ილაპარაკოს და იყოს’’ –  აუცილებელი იყო რომ გამეთვალისწინებინა და გავითვალისწინე კიდეც! გაამართლა,სანამ სიტყვას ვიტყოდი გაბრაზებით მაგრამ მაინც ვითვლიდი…ერთი,ორი,სამი,ოთხი…საკმარისიაა!!!და შემდეგ ვამბობდი,შუშის კედლის აღმართვას და მათ ყურებას ისევ ქვის კედლის აღმართვა ვარჩიე.. ნახევარ საათს თუ მეტს,ნუ ერთ ლექციას წააგავდა,დამტუქსეს და გაჩერდნენ,შემხსნეს ბორკილები და თითის დაქნევით გამიშვეს,რომ ნორმალური საუბარი და ხალხის პატივისცემა უნდა ვიცოდე,და რომ მე თავხედი ვარ და რქები უნდა წამამტვრიონ და კიდევ ათიათასი ბლა ბლა ბლა !!!

თავი დავიწყნარე,დავიმშვიდე და ‘’ ‘’პედროს’’ გემო’’ -ს დასრულებისას მე ჩემი ‘’ლოვეს’’ კევის და პლასტმასის წვრილ ‘’რაღაცაში’’ ჩასხმული ‘’სოკის’’ გემო გამახსენდა,რომელის პაპას ყოველ კვირა მოჰქონდა ჩემთვის და ჩემი ბიძაშვილისთვის (რასაც ჩემი მხრიდან სულ კამათი მოსდევდა და ჩხუბი,რომ ის ფერი მინდოდა აუცილებლად რაც სოფოს ხვდებოდა,ისიც სულ მითმობდა,სულ თუ არა ხანდახან მაინც)…

‘’ მე და ნატო’’  – ამაზე ჩემი ბიძაშვილი გამახსენდა რა თქმა უნდა…მეც ასე დავიწყებდი ალბათ მასზე წერას როგორც თქვენ ნატოზე, – სოფო ჩემი ბიძაშვილია.როცა პატარები ვიყავით ჩევნც სულ ერთად ყოფნა გვინდოდა,ნუ მე ასე მახსოვს…სიცილი ვიცოდით და ახლაც ვიცით ცრემლებამდე,ვიცნით და ვხალისობთ ყველაფერზე…ის ჩემზე ჭკვიანი დაფიქრებული და სოლიდურია.მე ცეტი,გიჟი და სულ ჭკუას მარიგებს,ახლა ეს მსიამოვნებს ყურადღებასავითაა,მასზე ბევრი შემიძლია დავწერო,შემიძლია კი არა დასაწერიცაა,ერთი სისხლი,ერთი სული,გვარი ადამიანობა,გაგება და ერთობა საერთო გვაქვს…ნეტა რა მოხდება,რომ გავიზრდებით,ისევ ისე ვიქნებით? რა იქნება? ამაზე არასდროს გვისაუბრია…’’მაშინაც გავიცინებთ ალბათ ყველაფერზე’’

 

‘’ნევროზი’’ – მტკივნეულ ადგილას მომხვდა. ..  (P.S მეღიმებოდა და ვფიქრობდი თამარამ ეს წიგნი ჩემთვის დაწერათქო) ჩემს სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა,მეც მინდოდა ტირილი და ყვირილი,მინდოდა ვინმესთვის მეთქვა რომ სული მტკივათქო,ხმამაღლა ტირილით!!!სული მტკივა გესმის? მტკივა აი მტკივა…თავისუფლება მინდა,სადმე წასვლა მინდა,რამის დამტვრევა მინდა,გამიშვით…გამიშვი რა,ადამიანი არ ხარ? რამე გააკეთე ჩემთვის,გამიშვი მომაშორე აქედან მომაშორე ნაცნობ სახეებს,ცოტა ხნით,4 დღით არა კარგი 2 იყოს… ჯანდაბას 1 დღე-ღამე!!!გთხოვ… მე ასე ვერ მოვიქცევი!

 

არ ვიცი ეს ნაწერები ვინმესთვის რამეს თუ წარმოადგენდა მაგრამ…წიგნში იმხელაზეა წინ წამოწეული წერის სურვილი რომ მეც მომინდა ისევ ისე მეწერა როგორც ადრე,ისევ ისე მესუნთქა როგორც ადრე,ისევ გამომეხატა,ისევ ჩამენიშნა ყველა გარითმული სიტყვა…მოკლედ …

 

ერთადერთი თავი რომელზეც რაღაც გამახსენდა ბუნდოვნად და არც რამის დაწერა მომინდა ეს იყო ‘’ჩემი მშობლები’’ . ისინი ახლაც ბედნიერად ცხოვრობენ ერთად. (ნუ ვცხოვრობთ ერთად) ისინი ბედნიერად.

   ‘’უკვდავების წამალი’’  – ეს ოჯახური იდილია იყო,თუ იდილეა.რავიცი. რა აზრი აქვს.არანაირი…მე არასდროს მიცხოვრია ამერიკაში,არასდროს მივლია სკოლაში ავტობუსით,არასდროს…არა…კი… მომდომებია მეტირა დედასთან,რაღაც თემებზე,თუ თემაზე,მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებდი… მეც შევუნახავდი მას საიდუმლოს და დავლევდი უკვდავების წამალს მაგრამ…

 

ჩემს ‘’მარტოობას’’-აც ალბათ ლუდის ჩიფსების და სიგარეტის სუნი აუვიდოდა,ნუ ეს მინიმუმ 5-6 წელი ალბათ არ მოხდება 1 დღითაც კი…ძალიან ცუდია,მაგრამ მარტოობა რომ ყველაზე უკეთესია მაგას არ სჭირდება მტკიცება და ასე შემდეგ…მეც ასე მჭირდა,ვწერდი და შემდეგ ნაგავში ვყრიდი,რადგან არ მეგონა რომ ფასეულს ვაკეთებდი რამეს…თან როცა შენზე მსოფლიოში ყველაზე ახლობელი ორი ადამიანი იტყვის რომ ‘’რავიცი აი რაღაცებს რომ წერს’’ მათთვის რომ ეს მხოლოდ რაღაცებია მაგაზე მძიმე ასატანი და მოსათმენი არაფერია,ხან მინდება დავუმტკიცო რომ ეს რაღაცები შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს…ხანდახან კი …ფარ-ხმალს ვყრი… ახლა ისევ დავიწყე და რაღაც გამოდის,ნუ მე ასე ვფიქრობ,და დედამიწაზე ხომ იარსებებს ერთი ადამიანი თუნდაც ‘’მე’’რომ ‘’ჩემს’’ ნაწერებს დააფასებს!!!

ისევ მეღიმებაJ

ყველა თემას სპეციალურად არ ვეხები,არ მინდა ზედმეტად მივედ-მოვედო,მინდა თამარას დაწერილი რამე გულში ჩემთვისაც დავიტოვო,განა არ მაქვს სათქმელი? რა სისულელეა,ყველაფერზე მაქვს პასუხი მგონი…და ეს მგონიც მოშორდება ამ ყველაფერს კიდევ ორჯერ ან ოთხჯერ რომ წავიკითხავ და ყველამ გაიგეთ რომ სიამოვნებით!!! P.S ჩემს ‘’ოლეი’’-ზე უკვე იმდენად ცოტას ვფიქრობდი,იქიდან გამომდინარე რომ გასაკეთებელი უამრავი მქონდა რომ ჩემი თავი მეზიზღებოდა,საქმის შუაზე მიტოვება იყო ეს უპასუხისმგებლობა და საერთოდ რა ადამიანი ვარ მე? P.S.s არაადამიანი ვარ მე!

ვუყურებდი წიგნის ყდის დიზაინს…ისიც აღძრავდა ჩემში რაღაც განსხვავებულს…მაგრამ მე ის უფრო მეამაყებოდა რომ

თამარ ყურაშვილი

რეაქტიული

პარანოია

იზის!

მომავალ მწერალს,თავისუფლების

მაძიებელ ადამიანს.

საუკეთესო სურვლებით

 

 

თამარ ყურაშვილისგან.

11.10.13

გამომცემლობა ‘’მწიგნობარი’’

თბილისი

2013

მე ჩემი ‘’რეაქტიული პარანოია’’ გამაჩნდა ყველასგან განსხვავებული. გაკრული ხელით მიწერილი’’ საკუთარი’’ ავტოგრაფით და შესაშური სურვილებით!!!

აი ასე! 13.10.13

 

თეატრალური სიყვარული

– 11 ისთვის მხოლოდ 1 ბილეთია დარჩენილი.

– მეტი არც მინდოდა ^_^.

– მოგართვათ?

– რა თქმა უნდა ^_^.

დადგა სანატრელი 11. პრემიერის დღეა.მიხაროდა პატარა ბავშვივით.ვემზადებოდი.აი წასვლის დროც მოვიდა.ტაქსი ავიყვანე.

– მარჯანიშვილზე გამიყვანეთ,თეატრთან.

– 5 წუთში იქ ვიქნებით გენაცვალე.

– – –

– მოვედით.

– 5 კი არა 25 გავიდა ბიძაჩემო…გამიღიმა,შუბლი შეკრა,ერთი სული ჰქონდა როდის გადავეთრეოდი მანქანიდან.

taxi_taqsi_e183a2e18390e183a5e183a1e18398

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –                                 – – – – – – – – – – – – – –                                           – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– რა ლამაზი ხარ თეატრო…ბილეთი როგორც ყოველთვის დაამახინჯეს.კონტროლი უგულოდ მოახია კარებში მდგომმა ქალმა.

ჩემი ადგილი დავიკავე,სკამში ჩავიწიე,ფეხები წინ გავწიე და გავინაბე.მაგრამ ვინ გაცადა?!გავლა უნდოდათ და მეც გავსწორდი,აი დაიწყო და ზემოთ ნახსენები ”პოზა” ისევ მივიღე.რა კარია სიწყნარე,გული მიფანცქალებდა.უკან გავიხედე,მერე მარცხნივ – ვაკონტროლებ სიტუაციას რა -,მერე მარჯვნივ … მარჯვნივ,მარჯვნივ,მარჯვნივ…ისეთი მაგარი ქალი მეჯდა გვერდით ბიჭსაც მოეწონებოდა და გოგოსაც ხოდა მეც მომეწონა ^_^…მთელი I-მოქმედება 2 ფრონტზე ვიბრძოდი,არც სპეკტაკლიდან მინდოდა რამე გამომრჩენოდა…მის ყველა მოძრაობასაც ვაფიქსირებდი.

შესვენებაა,თავს მარჯვნივ ვეღარ ვატრიალებ,დარბაზი დაცარიელდა,ზოგი მოსაწევად გავიდა,ზოგი სასაუბროდ,ზოგი საჭორაოდ,მე კი ყველაფერი დავიწყებული მქონდა…თვალები დავხუჭე,ერთი შეხედვით მეგონა დარბაზში მარტო ვიყავი მაგრამ…რატომღაც მარჯვნიდან არაფერს ველოდი,უცბად მივბრუნდი და სკამის ”მხარზე” დადებული ტელეფონი და ციფრულის ჩანთა  იმ ლამაზ ქალბატონს ძირს ჩავუყარე.

– ბოდიში…თან გამეცინა.

იმან ”ნაგლად” გამიღიმა,შემომხედა წამიერად და მაგრად ”დამიკიდა”,აი ამას არ მოველოდი,უცებ მომინდა მისთვის სულერთი არ ვყოფილიყავი,ეგრევე ვაჯახე  მომეწონე მეთქი…იგივე ღიმილი მივიღე…

– კარგი სპეკტაკლია არა?

– კი.

მადლობა ღმერთს დამეთანხმა!

ნელნელა დარბაზი შეივსო,ისევ სიჩუმე.II- მოქმედებაც დასრულდა…ისევ 2 ფრონტი,2 მოქმედება და 2…2…1…უხ…

სანამ ჩავიცვი და მარჯვნივ გავიხედე გაქრა…ხელი ჩავიქნიე,საათს დავხედე,პირველი დაწყებულა…ძალიან ციოდა,გზაზე მხოლოდ თეატრისან გამოსული ხალხი იყო,ზოგი სადარბაზოში შედიოდა,ზოგი მანქანით მიდიოდა.ზევით გავუყევი გზას…

უცებ მანქანა გაჩერდა ჩემს უკან,ისეთი პატარა დისტანციით,რომ თითქოს ვიგრძენი როგორ შემეხო)მინები უცებ ჩამოიწია,პირველი რაც დავინახე შვენიერი დეკოლტე იყო,უხდებოდა მანქანას,ჰაჰ,პატრონსაც.

– გაგიყვან.

– არა იყოს…ვიპოვი რამეს…თვალი ავაცილე და ისეთი სწერვა გამომეტყველება მივიღე როგორიც იმან,ძირს დაგდებული ტელეფონი რომ მივაწოდე და შემომხედა.გზა გავაგრძელე.

გამომყვა.

– დაჯექი რას მებუტები.

– დავჯდები.

-ხოდა დაჯექი.

– ვჯდები.

– მოდი ხო.

მოვთავსდი, მთელ მანქანაში ” Versace Crystal” – ის სუნი იდგა,მესიამოვნა…- აქ ეწევით?

– კი ვეწევი.

– არ მკითხავ სად მინდა გაყვანა?

– კაფეში ალბათ ხომ?

– მე ვიხდი.

ნახევარი საათი გავჩერდით,გადაღებული ფოტოებიდავათვალიერე,ცოტა ვისაუბრეთ,გავიცანი,ისიც გავიგე რომ…ქმარი და შვილი ჰყავს.

– მეღადავები?

– არა რას გეღადავები.

– ნუ მე არ მჯერა.

– რაც არ გინდა არ გჯერა. ახლა გავიდეთ ხო?

გარეთ თოვდა… – დამსვავ?

– იცი?

– რას ქვია )

– მოდი.

– პატრულის პირველ შენობასთან დაგითმობ შენს ადგილს ისევ…

ბედი არ გინდა?5 წუთში მივადექი პატრულს.სწრაფად მიმყავდა ალბათ :დ…დავიმშვიდე თავი.

– თოვს,ეხლა ვიგუნდაოთ

– გაგიჟდი?ცივა, თან უკვე გვიანია,დაგვიჭერენ ღამე ასეთი ცანცარობისთვის.

– დაიკიდე რა!მე არავინ მელოდება.

– მე ქმარი და შვილი.

ვაკოცე.

-ქმარი,

კიდევ ვაკოცე.

– შვილი…

კიდევ,კიდევ,კიდევ და კიდევ…tumblr_mdc4qtZDSS1rwahmko1_500

————————— —————————– ——————————- ——————————- —————————– —————-

დაორთქლილ მინებ ეტყობოდა თოვლის ფიფქები,

ამ ღამის შემდეგ შეგიპყრობენ ჩემზე ფიქრები…
car-mirror-neve-photography-snow-Favim.com-85641

* * *

– ამ სპეკტაკლისთვის მხოლოდ 2 ბილეთია დარჩენილი.

– მეტი არც მინდოდა ^_^

– მოგართვათ?

– რა თქმა უნდა^_^…

13 ”ოლეი” ანუ ცეკვა სულში

გამომცემლობაში დამიბარეს…გამოვიპრანჭე და წავედი. მანქანა ქვევით დავტოვე  და ფეხით ავუყევი აღმართს…ზამთარი იყო,ციოდა,იისფრად თოვდა,13 იანვარი…ბევრი დრო მქონდა,”ოლეი”ს ვუსმენდი,ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე,მციოდა უკან მოვიხედე და მხოლოდ თოვლის ფანტელები დავინახე,მეგონა მომდევდი,გსუნთქავდი,ფილტვებამდე ჩამქონდი,გგრძნობდი,გხედავდი, მათბობდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…georgia-united-states-of-america-america-american-Favim.com-538616

ფეხის ხმაზე გიცანი,შენმა ხშირმა სუნთქვამ ბგერებთან ერთად დაიწყეს ცეკვა ჩემს სულში.ხელი მაგრად ჩამკიდე,შეხედვა ვერ გაგიბედე მეგონა მეშლებოდი.ყელში მაკოცე,არა ოდნავ ზევით,უფრო ყურის ძირში…

– გარეთ დაგიცდი.

შემეშინდა,მეგონა გამოსულს ვეღარ გნახავდი მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…

უსიტყვოდ ჩავუყევით დაღმართს,სუნთქვა არ მყოფნიდა,სუნთქვა კი არა შენი სიახლოვე არ მყოფნიდა…ყველა ძველი ახალი წლისთის ემზადებოდა,მე კი სახლში უგულოდ მორთული ნაძვისხე და გვერდით სასმელი მელოდებოდა.ახლა უკვე შენც მახლდი და რამის დამატება დაგვჭირდებოდა.alone-boy-cold-couple-Favim.com-530461

– მარკეტთან დაგიცდი…უხალისოდ ვთქვი.გადახვედი და მეგონა აღარ დაბრუნდებოდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა.მინები თოვლა დაფარა,გაწმენდა არ მინდოდა,არ მინდოდა დამენახა როგორ დამტოვებდი.კითხვას ვერ ვბედავდი მაგრამ მაინტერესებდა ასეთ დღეს როგორ დატოვე ლიკა და ბავშვი.მაგრამ არ მინდოდა ისევ იგივე მიზეზით გვეჩხუბა.სულ მეუბნებოდი, – ცოტა ხანს გნახულობ,ისიც ჩუმად და არ შეიძლება ისინი არ მიხსენოო?მაგრამ იმასაც აყოლებდი ლიკა ჩემი ცხოვრებაა ძალიან მიყვარს და არაფერი შეიცვლებაო,მაშინ ამბობდი როცა ვფიქრობდი რომ მარტო მე მეკუთვნოდი. მეც ვჩუმდებოდი. შეგაგვიანდა მაგრამ მოხვედი.

პარკში სასმელი,სიგარეტი და აბები იყო…ვიცოდი ცუდად ვცხოვრობდი მაგრამ მხოლოდ ასე თუ დაუძვრებოდი ხელიდან ამ არეულობას სულში.

სახლში არ მინდა,მაგრამ შენ ისე გიყვარს იქაურობა!!!უარს ვერ გეტყოდი…ჩემთან ხომ ბნელა,კიდევ უაზრო სიჩუმეა!კედლებიდან უსახო პორტრეტები იყურებიან,დიდი ბუხარია,რომელიც ყოველთვის გამოქვაბულის შთაბეჭდილებას გიტოვებდა…მაგრამ დიდი და კარგი სახლია,ოღონდ მხოლოდ ჩემთვის არა იქ სამზეა ყველაფერი გათვლილი…ყოველთვის მღლიდა იმის თამაში როგორი განუყრელი მეგობრები ვიყავით,შენი ნატასი მერიდებოდა ყოველთვის ჩემი მეგონა და ”მიტყდებოდა”.ჩემს გოგოს რომ …

– აქ გააჩერე!

– რატომ?

– გააჩერე ერთი წუთი.

მანქანიდან გადახვედი და დარეკე.

ზუსტად ვიცოდი სად…

არ შევიმჩნიე…

უკვე დაღამდა…

შუქის ანთება არცერთს გვიფიქრია… ცენტრთან მიხვედი და დისკი ”one and only” ჩართეDSCN0711

გავიღიმე…

გავიყინე…

გავიცინე…

ხვდებოდი რომ მჭირდებოდა და შენი საქმე უნაკლოდ გააკეთე…მეგონა დამთავრდა მაგრამ მე მხოლოდ მეგონა!!!

13 დამთავრდა…თოთხმეტის ერთმა გამაღვიძა…უხალისოდ გადმოვბრუნდი,გვერდით პატარა დათუნია დამხვდა ეწერა – ნატას…

პატარა ბარათი – ეწერა – დედას!!! :” მიყვარხარ ოლეი!”

ავტირდი,ისე როგორც 17 წლის ასაკში ,ისე როგორც 13-ში…

ისე როგორც ახლა შენ!

ვიცოდი გტკიოდა…

დედასთან დავრეკე,ნატა იცინოდა…

– დამალაპარაკე რა..გვიყვარხარ დეე…

ძალიან მშვიდად,ძალიან ჩუმად…დავისხი,დავლიე,ჩაგიტანე ფილტვებამდე,მთელ სულში სხეულში, ”ოლეი”…

… მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…

პ.ს. ეს არაფერია იმასთან რასაც განვიცდი…!

       one and only

არყით მთვრალს…ხოლმე..

ეს ის მომენტია : არყით მთვრალს ხოლმე მინდება სექსი

ქ.დ.

ეს ის მომენტია როცა სახლში მარტო რჩები,არყის სუნით ისე ხარ გაჟღენთილი რომ შენი საშინელი სურნელებით კედლებიც კი თვრება,დაკიდებული ნახატები გიღიმიან და მოწყალების თვალებით გიყურებენ!ეს ის მომენტია როცა გაწვება რაღაც თანაც შიგნიდან,რომ გენატრეკა აი დარეკვა რომ გინდა მაგრამ თავმოყვარეობა გძლევს ტელეფონს ხელუკუღმა ისვრი და დივანზე ეცემი მოწყვეტით.

ეს ის მომენტია : არყით მთვრალს ხოლმე მინდება სექსი

ქ.დ.

ხმამაღლა უსმენ ”ოლეი”-ს,რადგან საყვარელი სიმღერა იყო,ფიქრობ სისულელებზე,მერე ისევ

ეს ის მომენტია : არყით მთვრალს ხოლმე მინდება სექსი

ქ.დ.

ისევ და ისევ წევხარ და ფიქრობ…

უკიდებ სიგარეტს და უცებ…

გტკივდება თავი,კარებზე ზარი…

მეზობელია გამიღე კარი.

ეს ის მომენტია : არყით მთვრალს ხოლმე მინდება სექსი

ქ.დ.

შედიხარ საიტზე იქ არ გხვდება მონატრებით სავსე  წერილი,გახედავ კედლის კუთხეში ნახევრად გადახსნილ ტელეფონს და ხელს უიმედოდ ჩაიქნევ,ისევ და ისევ უსმენ ”ოლეი”-ს.

ეს ის მომენტია : არყით მთვრალს ხოლმე მინდება სექსი

ქ.დ.

მერე რატომღაც ”ოფლაინზე” მყოფ შენს საუკეთესო დაქალს უგზავნი წერილს,რომელსაც ეს სმს ი ისდის ტელეფონზე და ღშფოთებული ჩნდება საიტზე.

ლუ – რა ხდება ისევ დალიე?

მე- ეს ის მომენტია : არყით მთვრალს ხოლმე მინდება სექსი.

ლუ – მოვდივარ.

მისთვის ეს მომენტი ნაცნობია ეს ის მომენნტია როცა გვერდით საყვარელი დაიკო მჭირდება.

მე – სიგარეტი მითავდება, მოაყოლე.

მერე ისევ წვები და ფიქრობ 

კარებზე უკვე ზარი აღარაა…

გასაღები მეგონა წინაზე აქ დაგრჩა.

ლუ – არა სულელო.

მერე მოდიხარ და თავზე მეფერები სიგარეტს ვუკიდებ და ცრემლები მომდის.

მე – მიხარია რომ მყავხარ! მებედნიერები .

და უცებ ვხვდები რომ აღარ ვარ მე