გიჟის აღსარება ( ანუ როცა მითხარი რომ სხვა გიყვარდა )

მე ახლა დავწერ და დასკვნა ტქვენ გამოიტანეთ კომპეტენტურო ადამიანებო და ადამიანებო. 🙂

 

დილით ადრე ავდექი და სავარჯიშოდ გავედი,ვიცოდი დღეს უნდა მენახე…მშვიდად გავიდა დრო სამ საათამდე…თუმცა იქამდე ისეთი წვიმა იყო მეგონა სახლიდან ორი დღე ვერ გავიდოდი მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა ნებისმიერ ფასად შენი ნახვა. როცა მოვედი ნატკენი ფეხი ძლივს შემოვდგი სახლში დივანზე დავწექი და სიმრერები ჩავრთე,შენ ზედმეტად მშვიდი იყავი,აუღელვებელი,იმ ჭიამაიას მაგონებდი მაისურზე მკერდთან რომ გეხატა…    შენი საქმიანი ფუსფუსი ყელში რომ ამომივიდა და ფინჯანი ყავაც რომ აღარ გადამივიდა ყელში ავდექი და გადავღვარე მიხვდი,დაჯექიო შემომთავაზე რაზეც დაგეთანხმე და თვალები მაგრად დავხუჭე…ზუსტად არ მახსოვს ციტირებას ვერ მოვახდენ რადგან მხოლოდ ის გავიგე ‘’მე მიყვარს’’ ‘’ აი შენ რომ გიყვარვარ იმაზე მეტად მიყვარს’’ ‘’შენზე შვიდჯერ მეტად მიყვარს’’ ‘’ ვწუხდები და მეც დასვენება მინდა’’-ო…    გისმენდი…გისმენდი და ვგრძნობდი თვალებში სისხლი როგორ მაწვებოდა…საკუთარ მაჯას კბილებს ვუჭერდი ისე რომ შენ არ დაგინახავს…თვითგვემას მივეცი უბადრუკი სული და სხეული…შენი სამზარეულოს კარებებს შორის მხრებით მაგრად დავდექი მივეყუდე რომ არ დავცემულიყავი სხეულით ისე როგორც სულით…    მეორე ოთახში ბარბაცით,მთვრალი კაცივით გავედი…ირგვლივ რა ხდებოდა არ ვიცი…ის ვიცოდი რომ შენ გვერდით იყავი და…მძიმედ დავეშვი …თავი ჩავხარე და ენაზე კბენით ვიკავებდი თვალებზე მომდგარ ცრემლს…    ოთახში გამოხვედი და წინ დამიჯექი…მე ვერ გავძელი და ისევ სამზარეულოს კარებს მივაშურე,იქაც გამომყევი და დაჭერობანას ნუ მეთამაშებიო ხუმრობით მითხარი…    მე გავჩერდი ორ კედელს შუა… შენ კი პირადად ჩვენი სიმღერა ჩართე,ის რასაც მე და სენ ვუსმენდით…. ის რაც ორივეს საერთო გვქონდა,ის რაც გვიყვარდა… სახეზე ხელები მაგრად ავიფარე…ჯერ მარჯვენა თვალიდან წამოვიდა ცრემლი,მერე მარცხენადან,ვერ ვსლუკუნებდი,არ მინდოდა შეგემჩნია…ცოტა დავწყნარდი და ტელეფონზე ესემესი მოვიდა ‘’შენ იცოდი რომ მე ვინმე შემიყვარდებოდა’’ ამას დაუყოვნებლივ მოყვა მეორე ‘’ შენ ისიც იცი ოდესმე პირადი ცხოვრება მექნება’’ შემდეგ მესამეც რომელიც უკვე ვეღარ წავიკითხე , პასუხი დავუბრუნე რომ ამ ერთხელ მაპატიოს ეს სისუსტე და ისევ იქითა ოთახში გავედი,ახლა აღარ გამომყევი…    პირველად ძირს ნატკენი მუხლით დავეცი,ამას მეორეც ჩაჰყვა,ხელები მიკანკალებდა,ტუცებიც თვალებიდან ცრემლები მდიოდა და ეს ყველაფერი უკვე ისტერიულ ქვითინად მექცა ვტიროდი ხმამაღლა და დაუფარავად , ვტიროდი დაკარგულ ‘’ჩემსაზე’’ ხაზგადასმულ გრძნობებზე და ყველაფერზე,იმაზე რომ ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა,მოგწერე რომ ჩემს უკან დამდგარიყავი,გამოსულიყავი და ხმა არ ამოგეღო,დიდხანს გელოდე…უკნიდან დაინახავდი მხრებში გამართულ ამაყად მდგომიარე ადამიანს რომელსა მხოლოდ მხრები უცახცახებდა,ვერავინ გაიგებდა რის გამო…მაგრამ ეს ერთი თხოვნაც,საბოლოო თხვნაც არ შემისრულე,მოხვედი და იქვე მდგომ დივანზე დაჯექი…    მე ვერ გავძელი და მაინც გავაკეთე ეს,შენს წინ ჩავიმუხლე,ფეხებზე მოგეხვიე და ხმამაღლა ავტირდი…ავტირდი და ხელებზე გეფეებოდი,შენ აღარ მახსოვს მგონი არც გატოკებულხარ…ორ წუთში წამომაყენე და დამამაშვიდებლები დავიეთ ორივემ…    მივხვდი რომ ჩემი იქ გაჩერება არაფრით აღარ შეიძლებოდა…  ავიღე ჩანთა და წამოვედი…ახლა ვიხსენებ და არაფერი მახსენდება როგორ გამოვედი,დაგემშიდობბე თუ არა რა გითხარი არც ის მახსოვს,მახსოვს მხოლოდ ის რომ გზაში ძალიან მციოდა,სახლამდე ძლივს ავედი გავითოშე…მარტო ვიყავი…რომ დავფიქრდი და მივხვდი რომ უშენობბით დავიღუპე,იმ წამს ხელში რაც მომხვდა  ყველა ნივთი კედელზე მივახეთქე….გამახსენდა მუხლი რომელიც უკვე გაუსაძლისად მტკიოდა და დავიხარე დავიხარე და იქ დადებული ხის ჯოხი რომელიც საკმაოდ მძიმე იყო ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი ოთხჯერ თუ ხუთჯერ დავირტყი ფეხში…ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი,ვყვიროდი და უმართავი ვიყავი….ამის მეტი აღარაფერი მახსოვს,ვერაფერს მოგატყუებ…

 

ახლა მე ვზივარ პატარა შუშისკედლებიან ოთახში…. (სანამ წამოვიდოდი ბოდიში მოგიხადე ტანსაცმელი დაგისვარე ჩემი ცრემლებითთქო და შეიფერე,ნუ მებოდიშებიო) მე კი აქ მხოლოდ სამი მაისური მაქვს, ორი თეთრი რომლებსაც ყოველდღიურად ვხმარობ და ერთი ნაცრისფერი რომლებსაც ეგრეთწოდებული ‘’პაემნების’’ დროს იცვამენ ხოლმე აქ მაცხოვრებლები…მაგრამ ჩემი ნაცრისფერი საკიდიდან არასდროს ჩამოუხნიათ… ვითხოვე რომ კალამი და ფურცელი მოეტანათ ჩემთვის… ეს შემისრულეს…. ახლა გიგზავნი ამ წერილს… და შენ (თქვენ) განსაზღვრეთ, როგორ შეიძლება უწოდო გიჟი ადამიანს რომელიც გრძნობებზე და განცდებზე ასე საუბრობს,განა იმიტომ რომ იმპულსებს აჰყვა? განა იმიტომ რომ მუხლი საკუტარი ხელებით გაიბზარა? განა იმიტომ რომ დაამტვრია მაშინ როდესაც სტკიოდა?თუ იმიტომ რომ თვითმკვლელობა ვერ გაბედა…არა მე აქ არ უნდა ვიყო,თუმცა მანდ ცხოვრებას ისევ აქ არსებობა მირჩევნია,აქ ვეღარავინ მატკენს გულს,აქ ვეღარ ვიტკენ სხეულს და სულს…აქ ყველაფერი თეთრია…ხან ნაცრისფერი…ჩემთვის კი მხოლოდ თეთრი…

1 comments on “გიჟის აღსარება ( ანუ როცა მითხარი რომ სხვა გიყვარდა )

დატოვე კომენტარი