13 ”ოლეი” ანუ ცეკვა სულში

გამომცემლობაში დამიბარეს…გამოვიპრანჭე და წავედი. მანქანა ქვევით დავტოვე  და ფეხით ავუყევი აღმართს…ზამთარი იყო,ციოდა,იისფრად თოვდა,13 იანვარი…ბევრი დრო მქონდა,”ოლეი”ს ვუსმენდი,ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე,მციოდა უკან მოვიხედე და მხოლოდ თოვლის ფანტელები დავინახე,მეგონა მომდევდი,გსუნთქავდი,ფილტვებამდე ჩამქონდი,გგრძნობდი,გხედავდი, მათბობდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…georgia-united-states-of-america-america-american-Favim.com-538616

ფეხის ხმაზე გიცანი,შენმა ხშირმა სუნთქვამ ბგერებთან ერთად დაიწყეს ცეკვა ჩემს სულში.ხელი მაგრად ჩამკიდე,შეხედვა ვერ გაგიბედე მეგონა მეშლებოდი.ყელში მაკოცე,არა ოდნავ ზევით,უფრო ყურის ძირში…

– გარეთ დაგიცდი.

შემეშინდა,მეგონა გამოსულს ვეღარ გნახავდი მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…

უსიტყვოდ ჩავუყევით დაღმართს,სუნთქვა არ მყოფნიდა,სუნთქვა კი არა შენი სიახლოვე არ მყოფნიდა…ყველა ძველი ახალი წლისთის ემზადებოდა,მე კი სახლში უგულოდ მორთული ნაძვისხე და გვერდით სასმელი მელოდებოდა.ახლა უკვე შენც მახლდი და რამის დამატება დაგვჭირდებოდა.alone-boy-cold-couple-Favim.com-530461

– მარკეტთან დაგიცდი…უხალისოდ ვთქვი.გადახვედი და მეგონა აღარ დაბრუნდებოდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა.მინები თოვლა დაფარა,გაწმენდა არ მინდოდა,არ მინდოდა დამენახა როგორ დამტოვებდი.კითხვას ვერ ვბედავდი მაგრამ მაინტერესებდა ასეთ დღეს როგორ დატოვე ლიკა და ბავშვი.მაგრამ არ მინდოდა ისევ იგივე მიზეზით გვეჩხუბა.სულ მეუბნებოდი, – ცოტა ხანს გნახულობ,ისიც ჩუმად და არ შეიძლება ისინი არ მიხსენოო?მაგრამ იმასაც აყოლებდი ლიკა ჩემი ცხოვრებაა ძალიან მიყვარს და არაფერი შეიცვლებაო,მაშინ ამბობდი როცა ვფიქრობდი რომ მარტო მე მეკუთვნოდი. მეც ვჩუმდებოდი. შეგაგვიანდა მაგრამ მოხვედი.

პარკში სასმელი,სიგარეტი და აბები იყო…ვიცოდი ცუდად ვცხოვრობდი მაგრამ მხოლოდ ასე თუ დაუძვრებოდი ხელიდან ამ არეულობას სულში.

სახლში არ მინდა,მაგრამ შენ ისე გიყვარს იქაურობა!!!უარს ვერ გეტყოდი…ჩემთან ხომ ბნელა,კიდევ უაზრო სიჩუმეა!კედლებიდან უსახო პორტრეტები იყურებიან,დიდი ბუხარია,რომელიც ყოველთვის გამოქვაბულის შთაბეჭდილებას გიტოვებდა…მაგრამ დიდი და კარგი სახლია,ოღონდ მხოლოდ ჩემთვის არა იქ სამზეა ყველაფერი გათვლილი…ყოველთვის მღლიდა იმის თამაში როგორი განუყრელი მეგობრები ვიყავით,შენი ნატასი მერიდებოდა ყოველთვის ჩემი მეგონა და ”მიტყდებოდა”.ჩემს გოგოს რომ …

– აქ გააჩერე!

– რატომ?

– გააჩერე ერთი წუთი.

მანქანიდან გადახვედი და დარეკე.

ზუსტად ვიცოდი სად…

არ შევიმჩნიე…

უკვე დაღამდა…

შუქის ანთება არცერთს გვიფიქრია… ცენტრთან მიხვედი და დისკი ”one and only” ჩართეDSCN0711

გავიღიმე…

გავიყინე…

გავიცინე…

ხვდებოდი რომ მჭირდებოდა და შენი საქმე უნაკლოდ გააკეთე…მეგონა დამთავრდა მაგრამ მე მხოლოდ მეგონა!!!

13 დამთავრდა…თოთხმეტის ერთმა გამაღვიძა…უხალისოდ გადმოვბრუნდი,გვერდით პატარა დათუნია დამხვდა ეწერა – ნატას…

პატარა ბარათი – ეწერა – დედას!!! :” მიყვარხარ ოლეი!”

ავტირდი,ისე როგორც 17 წლის ასაკში ,ისე როგორც 13-ში…

ისე როგორც ახლა შენ!

ვიცოდი გტკიოდა…

დედასთან დავრეკე,ნატა იცინოდა…

– დამალაპარაკე რა..გვიყვარხარ დეე…

ძალიან მშვიდად,ძალიან ჩუმად…დავისხი,დავლიე,ჩაგიტანე ფილტვებამდე,მთელ სულში სხეულში, ”ოლეი”…

… მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…

პ.ს. ეს არაფერია იმასთან რასაც განვიცდი…!

       one and only