გიჟის აღსარება ( ანუ როცა მითხარი რომ სხვა გიყვარდა )

მე ახლა დავწერ და დასკვნა ტქვენ გამოიტანეთ კომპეტენტურო ადამიანებო და ადამიანებო. 🙂

 

დილით ადრე ავდექი და სავარჯიშოდ გავედი,ვიცოდი დღეს უნდა მენახე…მშვიდად გავიდა დრო სამ საათამდე…თუმცა იქამდე ისეთი წვიმა იყო მეგონა სახლიდან ორი დღე ვერ გავიდოდი მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა ნებისმიერ ფასად შენი ნახვა. როცა მოვედი ნატკენი ფეხი ძლივს შემოვდგი სახლში დივანზე დავწექი და სიმრერები ჩავრთე,შენ ზედმეტად მშვიდი იყავი,აუღელვებელი,იმ ჭიამაიას მაგონებდი მაისურზე მკერდთან რომ გეხატა…    შენი საქმიანი ფუსფუსი ყელში რომ ამომივიდა და ფინჯანი ყავაც რომ აღარ გადამივიდა ყელში ავდექი და გადავღვარე მიხვდი,დაჯექიო შემომთავაზე რაზეც დაგეთანხმე და თვალები მაგრად დავხუჭე…ზუსტად არ მახსოვს ციტირებას ვერ მოვახდენ რადგან მხოლოდ ის გავიგე ‘’მე მიყვარს’’ ‘’ აი შენ რომ გიყვარვარ იმაზე მეტად მიყვარს’’ ‘’შენზე შვიდჯერ მეტად მიყვარს’’ ‘’ ვწუხდები და მეც დასვენება მინდა’’-ო…    გისმენდი…გისმენდი და ვგრძნობდი თვალებში სისხლი როგორ მაწვებოდა…საკუთარ მაჯას კბილებს ვუჭერდი ისე რომ შენ არ დაგინახავს…თვითგვემას მივეცი უბადრუკი სული და სხეული…შენი სამზარეულოს კარებებს შორის მხრებით მაგრად დავდექი მივეყუდე რომ არ დავცემულიყავი სხეულით ისე როგორც სულით…    მეორე ოთახში ბარბაცით,მთვრალი კაცივით გავედი…ირგვლივ რა ხდებოდა არ ვიცი…ის ვიცოდი რომ შენ გვერდით იყავი და…მძიმედ დავეშვი …თავი ჩავხარე და ენაზე კბენით ვიკავებდი თვალებზე მომდგარ ცრემლს…    ოთახში გამოხვედი და წინ დამიჯექი…მე ვერ გავძელი და ისევ სამზარეულოს კარებს მივაშურე,იქაც გამომყევი და დაჭერობანას ნუ მეთამაშებიო ხუმრობით მითხარი…    მე გავჩერდი ორ კედელს შუა… შენ კი პირადად ჩვენი სიმღერა ჩართე,ის რასაც მე და სენ ვუსმენდით…. ის რაც ორივეს საერთო გვქონდა,ის რაც გვიყვარდა… სახეზე ხელები მაგრად ავიფარე…ჯერ მარჯვენა თვალიდან წამოვიდა ცრემლი,მერე მარცხენადან,ვერ ვსლუკუნებდი,არ მინდოდა შეგემჩნია…ცოტა დავწყნარდი და ტელეფონზე ესემესი მოვიდა ‘’შენ იცოდი რომ მე ვინმე შემიყვარდებოდა’’ ამას დაუყოვნებლივ მოყვა მეორე ‘’ შენ ისიც იცი ოდესმე პირადი ცხოვრება მექნება’’ შემდეგ მესამეც რომელიც უკვე ვეღარ წავიკითხე , პასუხი დავუბრუნე რომ ამ ერთხელ მაპატიოს ეს სისუსტე და ისევ იქითა ოთახში გავედი,ახლა აღარ გამომყევი…    პირველად ძირს ნატკენი მუხლით დავეცი,ამას მეორეც ჩაჰყვა,ხელები მიკანკალებდა,ტუცებიც თვალებიდან ცრემლები მდიოდა და ეს ყველაფერი უკვე ისტერიულ ქვითინად მექცა ვტიროდი ხმამაღლა და დაუფარავად , ვტიროდი დაკარგულ ‘’ჩემსაზე’’ ხაზგადასმულ გრძნობებზე და ყველაფერზე,იმაზე რომ ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა,მოგწერე რომ ჩემს უკან დამდგარიყავი,გამოსულიყავი და ხმა არ ამოგეღო,დიდხანს გელოდე…უკნიდან დაინახავდი მხრებში გამართულ ამაყად მდგომიარე ადამიანს რომელსა მხოლოდ მხრები უცახცახებდა,ვერავინ გაიგებდა რის გამო…მაგრამ ეს ერთი თხოვნაც,საბოლოო თხვნაც არ შემისრულე,მოხვედი და იქვე მდგომ დივანზე დაჯექი…    მე ვერ გავძელი და მაინც გავაკეთე ეს,შენს წინ ჩავიმუხლე,ფეხებზე მოგეხვიე და ხმამაღლა ავტირდი…ავტირდი და ხელებზე გეფეებოდი,შენ აღარ მახსოვს მგონი არც გატოკებულხარ…ორ წუთში წამომაყენე და დამამაშვიდებლები დავიეთ ორივემ…    მივხვდი რომ ჩემი იქ გაჩერება არაფრით აღარ შეიძლებოდა…  ავიღე ჩანთა და წამოვედი…ახლა ვიხსენებ და არაფერი მახსენდება როგორ გამოვედი,დაგემშიდობბე თუ არა რა გითხარი არც ის მახსოვს,მახსოვს მხოლოდ ის რომ გზაში ძალიან მციოდა,სახლამდე ძლივს ავედი გავითოშე…მარტო ვიყავი…რომ დავფიქრდი და მივხვდი რომ უშენობბით დავიღუპე,იმ წამს ხელში რაც მომხვდა  ყველა ნივთი კედელზე მივახეთქე….გამახსენდა მუხლი რომელიც უკვე გაუსაძლისად მტკიოდა და დავიხარე დავიხარე და იქ დადებული ხის ჯოხი რომელიც საკმაოდ მძიმე იყო ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი ოთხჯერ თუ ხუთჯერ დავირტყი ფეხში…ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი,ვყვიროდი და უმართავი ვიყავი….ამის მეტი აღარაფერი მახსოვს,ვერაფერს მოგატყუებ…

 

ახლა მე ვზივარ პატარა შუშისკედლებიან ოთახში…. (სანამ წამოვიდოდი ბოდიში მოგიხადე ტანსაცმელი დაგისვარე ჩემი ცრემლებითთქო და შეიფერე,ნუ მებოდიშებიო) მე კი აქ მხოლოდ სამი მაისური მაქვს, ორი თეთრი რომლებსაც ყოველდღიურად ვხმარობ და ერთი ნაცრისფერი რომლებსაც ეგრეთწოდებული ‘’პაემნების’’ დროს იცვამენ ხოლმე აქ მაცხოვრებლები…მაგრამ ჩემი ნაცრისფერი საკიდიდან არასდროს ჩამოუხნიათ… ვითხოვე რომ კალამი და ფურცელი მოეტანათ ჩემთვის… ეს შემისრულეს…. ახლა გიგზავნი ამ წერილს… და შენ (თქვენ) განსაზღვრეთ, როგორ შეიძლება უწოდო გიჟი ადამიანს რომელიც გრძნობებზე და განცდებზე ასე საუბრობს,განა იმიტომ რომ იმპულსებს აჰყვა? განა იმიტომ რომ მუხლი საკუტარი ხელებით გაიბზარა? განა იმიტომ რომ დაამტვრია მაშინ როდესაც სტკიოდა?თუ იმიტომ რომ თვითმკვლელობა ვერ გაბედა…არა მე აქ არ უნდა ვიყო,თუმცა მანდ ცხოვრებას ისევ აქ არსებობა მირჩევნია,აქ ვეღარავინ მატკენს გულს,აქ ვეღარ ვიტკენ სხეულს და სულს…აქ ყველაფერი თეთრია…ხან ნაცრისფერი…ჩემთვის კი მხოლოდ თეთრი…

თეატრალური სიყვარული

– 11 ისთვის მხოლოდ 1 ბილეთია დარჩენილი.

– მეტი არც მინდოდა ^_^.

– მოგართვათ?

– რა თქმა უნდა ^_^.

დადგა სანატრელი 11. პრემიერის დღეა.მიხაროდა პატარა ბავშვივით.ვემზადებოდი.აი წასვლის დროც მოვიდა.ტაქსი ავიყვანე.

– მარჯანიშვილზე გამიყვანეთ,თეატრთან.

– 5 წუთში იქ ვიქნებით გენაცვალე.

– – –

– მოვედით.

– 5 კი არა 25 გავიდა ბიძაჩემო…გამიღიმა,შუბლი შეკრა,ერთი სული ჰქონდა როდის გადავეთრეოდი მანქანიდან.

taxi_taqsi_e183a2e18390e183a5e183a1e18398

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –                                 – – – – – – – – – – – – – –                                           – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

– რა ლამაზი ხარ თეატრო…ბილეთი როგორც ყოველთვის დაამახინჯეს.კონტროლი უგულოდ მოახია კარებში მდგომმა ქალმა.

ჩემი ადგილი დავიკავე,სკამში ჩავიწიე,ფეხები წინ გავწიე და გავინაბე.მაგრამ ვინ გაცადა?!გავლა უნდოდათ და მეც გავსწორდი,აი დაიწყო და ზემოთ ნახსენები ”პოზა” ისევ მივიღე.რა კარია სიწყნარე,გული მიფანცქალებდა.უკან გავიხედე,მერე მარცხნივ – ვაკონტროლებ სიტუაციას რა -,მერე მარჯვნივ … მარჯვნივ,მარჯვნივ,მარჯვნივ…ისეთი მაგარი ქალი მეჯდა გვერდით ბიჭსაც მოეწონებოდა და გოგოსაც ხოდა მეც მომეწონა ^_^…მთელი I-მოქმედება 2 ფრონტზე ვიბრძოდი,არც სპეკტაკლიდან მინდოდა რამე გამომრჩენოდა…მის ყველა მოძრაობასაც ვაფიქსირებდი.

შესვენებაა,თავს მარჯვნივ ვეღარ ვატრიალებ,დარბაზი დაცარიელდა,ზოგი მოსაწევად გავიდა,ზოგი სასაუბროდ,ზოგი საჭორაოდ,მე კი ყველაფერი დავიწყებული მქონდა…თვალები დავხუჭე,ერთი შეხედვით მეგონა დარბაზში მარტო ვიყავი მაგრამ…რატომღაც მარჯვნიდან არაფერს ველოდი,უცბად მივბრუნდი და სკამის ”მხარზე” დადებული ტელეფონი და ციფრულის ჩანთა  იმ ლამაზ ქალბატონს ძირს ჩავუყარე.

– ბოდიში…თან გამეცინა.

იმან ”ნაგლად” გამიღიმა,შემომხედა წამიერად და მაგრად ”დამიკიდა”,აი ამას არ მოველოდი,უცებ მომინდა მისთვის სულერთი არ ვყოფილიყავი,ეგრევე ვაჯახე  მომეწონე მეთქი…იგივე ღიმილი მივიღე…

– კარგი სპეკტაკლია არა?

– კი.

მადლობა ღმერთს დამეთანხმა!

ნელნელა დარბაზი შეივსო,ისევ სიჩუმე.II- მოქმედებაც დასრულდა…ისევ 2 ფრონტი,2 მოქმედება და 2…2…1…უხ…

სანამ ჩავიცვი და მარჯვნივ გავიხედე გაქრა…ხელი ჩავიქნიე,საათს დავხედე,პირველი დაწყებულა…ძალიან ციოდა,გზაზე მხოლოდ თეატრისან გამოსული ხალხი იყო,ზოგი სადარბაზოში შედიოდა,ზოგი მანქანით მიდიოდა.ზევით გავუყევი გზას…

უცებ მანქანა გაჩერდა ჩემს უკან,ისეთი პატარა დისტანციით,რომ თითქოს ვიგრძენი როგორ შემეხო)მინები უცებ ჩამოიწია,პირველი რაც დავინახე შვენიერი დეკოლტე იყო,უხდებოდა მანქანას,ჰაჰ,პატრონსაც.

– გაგიყვან.

– არა იყოს…ვიპოვი რამეს…თვალი ავაცილე და ისეთი სწერვა გამომეტყველება მივიღე როგორიც იმან,ძირს დაგდებული ტელეფონი რომ მივაწოდე და შემომხედა.გზა გავაგრძელე.

გამომყვა.

– დაჯექი რას მებუტები.

– დავჯდები.

-ხოდა დაჯექი.

– ვჯდები.

– მოდი ხო.

მოვთავსდი, მთელ მანქანაში ” Versace Crystal” – ის სუნი იდგა,მესიამოვნა…- აქ ეწევით?

– კი ვეწევი.

– არ მკითხავ სად მინდა გაყვანა?

– კაფეში ალბათ ხომ?

– მე ვიხდი.

ნახევარი საათი გავჩერდით,გადაღებული ფოტოებიდავათვალიერე,ცოტა ვისაუბრეთ,გავიცანი,ისიც გავიგე რომ…ქმარი და შვილი ჰყავს.

– მეღადავები?

– არა რას გეღადავები.

– ნუ მე არ მჯერა.

– რაც არ გინდა არ გჯერა. ახლა გავიდეთ ხო?

გარეთ თოვდა… – დამსვავ?

– იცი?

– რას ქვია )

– მოდი.

– პატრულის პირველ შენობასთან დაგითმობ შენს ადგილს ისევ…

ბედი არ გინდა?5 წუთში მივადექი პატრულს.სწრაფად მიმყავდა ალბათ :დ…დავიმშვიდე თავი.

– თოვს,ეხლა ვიგუნდაოთ

– გაგიჟდი?ცივა, თან უკვე გვიანია,დაგვიჭერენ ღამე ასეთი ცანცარობისთვის.

– დაიკიდე რა!მე არავინ მელოდება.

– მე ქმარი და შვილი.

ვაკოცე.

-ქმარი,

კიდევ ვაკოცე.

– შვილი…

კიდევ,კიდევ,კიდევ და კიდევ…tumblr_mdc4qtZDSS1rwahmko1_500

————————— —————————– ——————————- ——————————- —————————– —————-

დაორთქლილ მინებ ეტყობოდა თოვლის ფიფქები,

ამ ღამის შემდეგ შეგიპყრობენ ჩემზე ფიქრები…
car-mirror-neve-photography-snow-Favim.com-85641

* * *

– ამ სპეკტაკლისთვის მხოლოდ 2 ბილეთია დარჩენილი.

– მეტი არც მინდოდა ^_^

– მოგართვათ?

– რა თქმა უნდა^_^…

13 ”ოლეი” ანუ ცეკვა სულში

გამომცემლობაში დამიბარეს…გამოვიპრანჭე და წავედი. მანქანა ქვევით დავტოვე  და ფეხით ავუყევი აღმართს…ზამთარი იყო,ციოდა,იისფრად თოვდა,13 იანვარი…ბევრი დრო მქონდა,”ოლეი”ს ვუსმენდი,ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე,მციოდა უკან მოვიხედე და მხოლოდ თოვლის ფანტელები დავინახე,მეგონა მომდევდი,გსუნთქავდი,ფილტვებამდე ჩამქონდი,გგრძნობდი,გხედავდი, მათბობდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…georgia-united-states-of-america-america-american-Favim.com-538616

ფეხის ხმაზე გიცანი,შენმა ხშირმა სუნთქვამ ბგერებთან ერთად დაიწყეს ცეკვა ჩემს სულში.ხელი მაგრად ჩამკიდე,შეხედვა ვერ გაგიბედე მეგონა მეშლებოდი.ყელში მაკოცე,არა ოდნავ ზევით,უფრო ყურის ძირში…

– გარეთ დაგიცდი.

შემეშინდა,მეგონა გამოსულს ვეღარ გნახავდი მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…

უსიტყვოდ ჩავუყევით დაღმართს,სუნთქვა არ მყოფნიდა,სუნთქვა კი არა შენი სიახლოვე არ მყოფნიდა…ყველა ძველი ახალი წლისთის ემზადებოდა,მე კი სახლში უგულოდ მორთული ნაძვისხე და გვერდით სასმელი მელოდებოდა.ახლა უკვე შენც მახლდი და რამის დამატება დაგვჭირდებოდა.alone-boy-cold-couple-Favim.com-530461

– მარკეტთან დაგიცდი…უხალისოდ ვთქვი.გადახვედი და მეგონა აღარ დაბრუნდებოდი,მაგრამ მე მხოლოდ მეგონა.მინები თოვლა დაფარა,გაწმენდა არ მინდოდა,არ მინდოდა დამენახა როგორ დამტოვებდი.კითხვას ვერ ვბედავდი მაგრამ მაინტერესებდა ასეთ დღეს როგორ დატოვე ლიკა და ბავშვი.მაგრამ არ მინდოდა ისევ იგივე მიზეზით გვეჩხუბა.სულ მეუბნებოდი, – ცოტა ხანს გნახულობ,ისიც ჩუმად და არ შეიძლება ისინი არ მიხსენოო?მაგრამ იმასაც აყოლებდი ლიკა ჩემი ცხოვრებაა ძალიან მიყვარს და არაფერი შეიცვლებაო,მაშინ ამბობდი როცა ვფიქრობდი რომ მარტო მე მეკუთვნოდი. მეც ვჩუმდებოდი. შეგაგვიანდა მაგრამ მოხვედი.

პარკში სასმელი,სიგარეტი და აბები იყო…ვიცოდი ცუდად ვცხოვრობდი მაგრამ მხოლოდ ასე თუ დაუძვრებოდი ხელიდან ამ არეულობას სულში.

სახლში არ მინდა,მაგრამ შენ ისე გიყვარს იქაურობა!!!უარს ვერ გეტყოდი…ჩემთან ხომ ბნელა,კიდევ უაზრო სიჩუმეა!კედლებიდან უსახო პორტრეტები იყურებიან,დიდი ბუხარია,რომელიც ყოველთვის გამოქვაბულის შთაბეჭდილებას გიტოვებდა…მაგრამ დიდი და კარგი სახლია,ოღონდ მხოლოდ ჩემთვის არა იქ სამზეა ყველაფერი გათვლილი…ყოველთვის მღლიდა იმის თამაში როგორი განუყრელი მეგობრები ვიყავით,შენი ნატასი მერიდებოდა ყოველთვის ჩემი მეგონა და ”მიტყდებოდა”.ჩემს გოგოს რომ …

– აქ გააჩერე!

– რატომ?

– გააჩერე ერთი წუთი.

მანქანიდან გადახვედი და დარეკე.

ზუსტად ვიცოდი სად…

არ შევიმჩნიე…

უკვე დაღამდა…

შუქის ანთება არცერთს გვიფიქრია… ცენტრთან მიხვედი და დისკი ”one and only” ჩართეDSCN0711

გავიღიმე…

გავიყინე…

გავიცინე…

ხვდებოდი რომ მჭირდებოდა და შენი საქმე უნაკლოდ გააკეთე…მეგონა დამთავრდა მაგრამ მე მხოლოდ მეგონა!!!

13 დამთავრდა…თოთხმეტის ერთმა გამაღვიძა…უხალისოდ გადმოვბრუნდი,გვერდით პატარა დათუნია დამხვდა ეწერა – ნატას…

პატარა ბარათი – ეწერა – დედას!!! :” მიყვარხარ ოლეი!”

ავტირდი,ისე როგორც 17 წლის ასაკში ,ისე როგორც 13-ში…

ისე როგორც ახლა შენ!

ვიცოდი გტკიოდა…

დედასთან დავრეკე,ნატა იცინოდა…

– დამალაპარაკე რა..გვიყვარხარ დეე…

ძალიან მშვიდად,ძალიან ჩუმად…დავისხი,დავლიე,ჩაგიტანე ფილტვებამდე,მთელ სულში სხეულში, ”ოლეი”…

… მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…

პ.ს. ეს არაფერია იმასთან რასაც განვიცდი…!

       one and only

წინა ღამეს

  უკვე მერანდემედ ავუკრძალე ჩემ თავს შენზე ფიქრი და უკვე მერამდენედ დავარღვიე პირობა..გატეხილი პირობების დასტას დღესაც უკვე ჩვეული ღიმილით ერთიც მივუმატე და სახლიდან გამოვიქეცი..

მე მიყვარს ჩემი ბოიფრენდი..ის ჩემი ოჯახია უკვე..არაოფიციალური,მაგრამ მაინც ოჯახი..“ოჯახის კლანჭებში მოქცევას ჩემნაირი თავისუფლების მოყვარე ვერასოდეს შეძლებს“- კიდევ ერთხელ გავიმართლე თავი ამ უკვე ბანალური ფრაზით .. მისი ქალაქგარეთ წასვლითაც ვისარგებლე და გამოვიქეცი..სახლიდან გამოვიქეცი..

შენთან.. ვიცოდი სად და როდის შემეძლო შენი ნახვა..მოვედი და ზუსტად იმ ადგილას დამხვდი..გამეღიმა, ჩემი საყვარელი მაისური რომ გეცვა.. ჩვენ ურთიერთობა არ აგვეწყო,მაგრამ შენ ჩემი პირველი სიყვარული იყავი..მე კი შენი.. იმდენად ბავშვური გულით და წრფელი გრძნობით მიყვარდი რომ სიყვარული სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია და დღესაც მაგიტომ მოვედი შენთან.. არასოდეს არ მითქვამს შენთვის ეს და არც არასდროს გეტყვი, იმიტომ რომ არ იმსახურებ..შენ შორიდანვე შემამჩნიე , დატოვე ყველა და ჩემკენ წამოხვედი ,ნახევარი წელიწადია არ მინახიხარ,მაგრამ სულისშეხუთვამდე რომ ჩამეხუტე მაინც გამიკვირდა.. ის წამი გაჩერდა და ეხლაც ჩემ გონებაში ტრიალებს, თუმცა დღესაც სხვის გვერძე ვწევარ და ამ ფიქრებში წასული სუნთქითაც კი ჩუმად ვსუნთქავ რომ არაფერმა გამცეს..

გაუაზრებლად გავტეხე ის პორობაც რომ აღარ მოვწევდი..ჩემი თავის დამორჩილება მიჭირს.. არადა ეს ადრე კარგად გამომდიოდა..ახლა აივანზე ვზივარ, ფეხები მეყინება და ბავშვობა მახსენდება.. სასაცილოა რომ ასე ვუწოდებ უახლოეს წარსულს, მე ხომ ახლაც ბავშვი ვარ.. სიგარეტის ბოლი,სიჩუმე და წყნარი ამინდი ფიქრების ისეთი საუკეთესო საშუალებაა, რომ საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ვახერხებ..და მახსენდება რომ წეღან ორსულობის ტესტი ვიყიდე, რომელის ჩანთიდან ამოღებაც კი მეშინია..

ლესბოსური სექსი!

გავიცანი ისე უბრალოდ,ზოგადად ინტერნეტ სივრცეში,მერე ბევრი საერთო დავუჭირე,შეხვედრა მთხოვა და მეც დავთანხმდი.უბრალოდ წავედით და ყავის სმა დავიწყეთ.ვსაუბრობდით მუსიკაზე,წიგნებზე ხელოვნებაზე,ქართული ტრადიციულიც  ”შევუბერეთ” და ოჯახები მოვიკითხეთ.ან 

ერთი სიტყვით კარგად შევეწყვეთ.ბოლოს მასთან ავედით,ავედით ჩემი საყვარელი წიგნის წამოსაღებად რომელსაც მჩუქნიდა.მერე ჩემს სახლში პირველად ხარ და ეს უნდა ავღნიშნოთო,საუკეთესო კონიაკი გადმოიღო,რომელიც 2 ჭიქაზე უკვე მომეკიდა,ისიც ბევრს სვამდა ვერც მე გავითვალისწინე რომ წასასვლელი ვიყავი და ცოტა შემოვთვერი,მაგრამ მერე გამახსენდა რომ თბილისის სახლში არავინ მელოდებოდა და აღარც გავცჩერდი.ძალიან გამომწვევი და სექსუალური იყო: ალუბლებივით ლამაზი წითლად შეფერილი ლოყები,მარწყვივით მოვარდისფრო დიდი ტუჩები,სავსე მკერდი კი მის წელთან და კისერთან ისე ლამაზად იყო შეწყობილი  რომ მხოლოდ უნდა გენახა ეს საოცრება!

– ვაი შენს მტყვნელს…ერთხელ კი გავიფიქრე მაგრამ გულში ჩამეცინა და გავატარე ჩვეუი ირონიით.მისი ოთახიც ვნახე, ფერთა სპექტრი არეული ( რაც მის სულიერებაზე მიუთუთებდა) დანარჩენი ყველაფერი თავის ადგილზე იყო, ჩემი ყურადღება მხოლოდ მაგიდის გამოხსნილმა უჯრამ მიიქცია მაგრამ მაგაზე თვალი დავხუჭე, არადა მაინტერესებდა რას ინახავდა.ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვჩნდი მასთან ერთად საწოლზე,დიდი იყო ლამაზიდა ალბათ კონფორტულიც.კიდევ დავლიეთ მერე მითხრა ახლა რომ თვალები დახუჭო შეიძლებაო?გამიკვირდა მაგრამ დავხუჭე,ნელ-ნელა ტუჩის მაღლა და ცხვირის დაბლა ოდნავი სიფრთხილით მონაბერი ჰაერი ვიგრძენი,მერე არყის სუნი და რბილი შეხება ტუჩებზე.

ტანში მთლიანად რაღაც უცხო სხეულმა გაირა ალბათ ის ჩემი ნორმალური მეორე ”მე” იყო ასე დამტოვა მარტო.

რბილი შეხება ოდნავ სველი ტუჩები,წელზე მოხვეული ცივი მკლავები, და უცებ შევიგრძენი იმ ლოგინის სიდიადე (რბილი იყო).

ოდნავ შევკრთი მაშინ როცა მაიკა გამხადა, თვალებში მიყურებდა და უფრო ქვევით და ქვევით მიიწევდა,არ მოუცილებია მწვანე თვალებიდან პირდაპირ ჩემს თვალებზე მომართული ხედვა,ვიგრძენი როგორ მიიმართებოდა ჩემი საშოსკენ,მსიამოვნებდა რასაც ვგრძნობდი,თავი ასწია თვალებით მკითხრა მინდოდა თუ არა და მეც დავხარე თავი თანხმობის ნიშნად..მერე უცებ ვიგრძენი რომ მისი ვხდებოდი,უჩვეულო და უნაზეს ხმას გამოვცემდი,ისიც მყვებოდა უცებ გავმწარდი და მივხვდი რომ მისმა ლამაზმა პირსინგიანმა ენამ გააპო გზა უსასრულობისაკენ,ვგრძნობდი როგორ იღვრებოდა სხეულში სიამოვნება ვგრძნობდი და რითმულად მივყვებოდი მის ენას,რომლის გარეშეც მგონი არაფერი გამოგვივიდოდა. ეს სიამოვნება  სადღაც ნახევარი საათი გაგრძელდა,

– მიდი არგაჩერდე,მიდი მიდი არ გაჩერდე, მიდი აი აი აი…მმმ სწრაფად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე,ის იყო ის დრო,ის საამური წამი ისეთი როგორიც არასდროს მიგრძვნია ჩემს ქმართანაც კი. მეგონა დასრულდა,არა..ალბათ კონიაკის ბრალი იყო,ისევ მაკოცა მეც დავეწაფე და გემრიელად მივირთმევდი.სურვილი არ მქონდა გაჩერების,ისევ რითმული მოძრაობა,კბენა ყურის ძირში ალბათ მიხვდა რომ ამით მაგიჟებდა და აი დამთავრდა ორმხრივი სიამოვნება,მერე უსიტყვოდ დამადო თავი და დავიძინეთ.

 დილით ჩემს მკერდზე წერილი დამხვდა ასეთი სათაურით,: ჩემო ….. ჩემო კარამელივით ტკბილო,ოდესმე გაგახსენდები,თუ ოდესმე შეგიძლია აქ მომაკითხო,მე წავედი კიარადა გავფრინდი,ბინა შენია,კიარადა ჩვენია.

გაკვირვებული ავდექი ვერაფერზე ვფიქრობდი, წასვა დავაპირე როცა გამოხსნილ მაგიდის უჯრას შევხედე, ქვევით ჩემი ფოტო ეგდო ნახევრად მოხეული…შიგნით კი უკვე აღარაფერი დამხვდა.ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა!