ნაცნობი

რეპეტიციიდან გვიან გამომიშვეს… ქალაქში საშინელი საცობია და ვფიქრობ ღმერთოოო, როგორ არ უხდება პირველ “პაემანს” დაგვიანება… კარები შევაღე , მაგიდებს შორის გაფაციცებით ვეძებ. არ არის… ნუ მან ცოტა უნდა დააგვიანოს… მშვიდად დავჯექი სასმელი შევუკვეთე სიგარეტს მოვუკიდე ერთი ნაფაზი არ მქონდა ბოლომდე ჩასუნთქული კარები გამოაღო და მოვიდა… პირველ შთაბეჭდილებებზე მერე ჩვენც ვისაუბრეთ მაგრამ ეხლავე მინდა ვთქვა როგორი ლამაზი და მომხიბვლელია…
– იცი მე დღეიდან აღარ მოვწევ.
– ორშაბათიდან დაგეწყო… და გამიცინა..
პირველი რაც დავაფიქსირე მისი ტუჩების დაცილება იყო ერთმანეთისგან,ლამაზი ღიმილი ჰქონდა… ეჭვი მაქვს მასთან მიმართებაში ამ სიტყვას ხშირად ვახსენებ და მეპატიება ყველაფრით მოხიბლულს მასზე ესე წერა…
ყოველთვის როცა ერთ ურთიერთობას ვასრულებდი ვამბობდი რომ შემდეგს არ დავიწყებდი , ვამბობდი რომ აღარასდროს შევიყვარებდი … მაგრამ დღეს მეუღლე მყავს და ერთი შვილი… და ჩემი მეუღლეც არ ყოფილა გამონაკლისი , მის მერც ჩნდებოდნენ ის ერთადერთები, რომლებიც პოტენციური მეორე,მესამე და ასე შემდეგ ცოლები გახდებოდნენ ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო…მე მიყვარს ჩემი ცოლი , მაგრამ სხვისიც მიყვარდება…ის არ მომეწონება ჩემი რომ უყვარდეს მარა ”ნიჩიო”,ეგეც მოსულა…
ურთიერთობებში თავისუფალი, ყოველთვის ყველაზე კომპლექსიანი ვიყავი  პირისპირ ჩუმი და უემოციო,სახეზე ყველანაირ მიმიკას ერთი ჟესტით , ცხვირთან თითის მიტანით რომ ფარავს,როცა ვიცინი,მცხვენია ან მერიდება,ტყუილებს არ ვამბობ თორემ ალბათ რომ გატყუებდე მაშინაც ცხვირთან მივიტანდი ხელს….ის კი ყველაზე მეტად მომხიბვლელი იცი რითი იყო ? ასე მშვიდად იჯდა , მიყურებდა , იცინნოდა, მაჩუმებდა ხანდახან როცა არაადეკვატურობის პიკს ვაღწევდი და არადროს მოქმედებდა ხელებით დიალოგისას…
მაშინ როდესაც პრობლემებს ხელიდან ვეცლებოდი და მასთან მივდიოდი ყველაფერ თითქოს ლაგდებოდა,მასავით დნჯი,მშვიდი,დალაგებული,ჭკვიანი და ლამაზი მეგობარი ქალი არადროს მყოლია…ძნელია მასთან ყოფნა,რთულია მაგრამ იმაზე მეტად სასიამოვნო და ამაღელვებელი ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს…
ნაცნობი კაფე და, მუდმივად უცვლელი მენიუ,მე შავი ლუდი, შენ მწვანე ჩაი , ცა ცისფერია,ხალხი ჭრელი და მაინც ყოველთვის ერთი გზა სახლამდე,სუნი რომელიც მხოლოდ შენ გაქვს და გამჭრიახობა რომელიც მე დამყვება…
პირველ ხანებში იმაზე მეტად მიჭირდა ვიდრე მეგონა, კვირაში ერთი შეხვედრა და დღეში ერთხელ საუბარი , ისიც განსაზღვრული დროის მონაკვეთებში…კარგია როცა რაღაც დიდხანს გინდა და შემდეგ მიიღებ, მიიღებ რა უფრო მოიპოვებ,თორე ვინც ეგრევე იმას გაძლევს რასაც ითხოვ პროცესშივე გბეზრდება…
უცნობი საფეხურები…უცნობი საკეტი,უცნობი გარემო,უცნობი საწოლი და ერთადერთი რაც იქ ნაცნობი იყო მე და შენ ვიყავით…პირველი ემოციები არცისე ემოციური იყო…შენ არ მოგწონდა ის აზრი რომ ჩემთან ასე სხვის სახლში გაჩერება შეგეძლო და არ მოგწონდა ის აზრი ვინ იყავი ჩემთვის..მაგრამ შენ არ გინდოდა მეტი,არ გჭირდებოდა სხვა სტატუსი და არ სჭირდებოდა შენს ცხოვრებას რაიმე მეტი ოფიციალური.არც მე მინდოდა ამაზე მეტი,ესეც ძალიან ბევრი და ყველაფერი იყო… შენ არ შეგეძლო ერთგულება მე კი ღალატის ამტანი ადამიანი არასდროს ვყოფილვარ… შენ მოდიოდი ჩემთან ერთხელ და მერე მიდიოდი , უბრალოდ ისე დამეთხვა მგონი მეასედ გაგიცანი თავიდან…ეს იყო გამოსავალი… მგონი მეასედ შევაღეთ სხვისი სალხის კარები ერთმანეთისთვის…
ნაცნობი კაფე და ორასი ბოთლი შავი ლუდი,მწვანე  სითხით დასვრილი ფინჯნები,ცა ისევ ლურჯია, ხალხს არ ვაკვირდები,გიყურებ შენ ისე ხარბად და ისე ლამაზად ყურადღებაც ვერ გადამიტანია საკუთარ ცხვირზე…გიყურებ ისე თითქოს პირველად გხედავ და მიყვარხარ…
სხვებისთვის საინტერესო პროლოგი ჩემთვის ზედმეტად დრამატულ ეპილოგად შეიცვალა…მე არ მქონდა უფლება მყვარებოდი , არც შენ მაგრამ გიყვარვარ, ვინაიდან და რადგანაც მე შენზე ძლიერი ვარ, ჩემ თავზე ავიღე და პირველმა გითხარი… და დავდეთ დაშორების ხელშეკრულება…
მე მიყვარხარ , მაგრამ ის არ მინდა რომ სხვასაც უყვარდე…
ნაცნობ კაფეში , მე უსიგარეტო , შენ საყვარელი სასმელით ხელში…ჯიბეში უკვე ნაცნობი სახლის საკეტი-გასაღებით… გიცდი შენ რომელიც ხათრის გამოც კი აღარასოდეს მოხვალ… ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s