ლექსმა,პროზამ და სონეტებმა შემიპყრო… სევდიანი ფიქრების ნისლით იყო დაფარული ერთოთახიანი ბინა, გარეთ გლოვის ზარები გამალებით რეკავდნენ , ლამპიონის მკრთალი შუქი მინათებდა ერთადერთ სარკმელს…
კედლები ნიკოტინის სუნით იყო გაჟღენთილი, იატაკი ბროლის ჭიქის ნამსხვრევებით, ჰაერს ალკოჰოლის გემო ჰქონდა, მე კი შენი მონატრებით ვგიჟდებოდი…
სურვილი მიჩნდებოდა ვენების საკუთარი კბილებით დაგლეჯის, მორფინის დოზაზე მეტის მიღების, სასმელში ჩახრჩობის და… დღედაღამ ტირილის….
არ ვიცოდი ოდესმე ჩემთანაც თუ გამოანათებდა მზე…. მაგრამ მოხვედი შენ,გაანათე ჩემი ოთახი,გადაწიე ფანჯრები და… მერე შემიყვარდი…
ორივე ხელიხელჩაკიდებული ყოველ საღამოს დავდიოდით ზღვის ნაპირზე, თვალებს ვხუჭავდით და შუბლზე გკოცნიდი, მთვარეზე ფეხშიშველები დავრბოდით და ზაფხულის ცხელ ღამეებს ვათენებდით ….
მერე ჩვენც დაგვიდგა შემოდგომა… გრძნობის-ცვენა…. გვიხუნდებოდა მოგონებები… ვეღარც სითბოს ვგრძნობდით… მაგრამ , მე შენ ისევ მიყვარდი ….
ლექსმა,პროზამ და სონეტებმა შემიპყრო… სევდიანი ფიქრების ნისლით იყო დაფარული ერთოთახიანი ბინა