‘’ ძალიან მაგრად მიყვარხარ’’

–          გცივა?

–          არა.

–          მომეცი ხელი…

ორი ნაბიჯი არ გადაუდგავს…თავისი ხელი ხელზე მომიჭირა…სულ გაყინული იყო…ქუჩას მხოლოდ მე და ის მივუყვებოდით,იყო,საიდან მოვდიოდით,ან სად მივდიოდით არ ვიცოდი,ერთი ის ვიცოდი რომ ძალიან მიყვარდა…გვიანი იყო…თოვდა,ლამპიონების შუქზე კი თითქოს თითო ფანტელს ვითვლიდი…

–          როგორც დაიწყო ისე დამთავრდა ხომ?

–          ასე რატომ მელაპარაკები…

–          არა,ჩვეულებრივ გელაპარაკები,აქ აღარ იქნება აღარც ცრემლი,აღარც ტკივილი…ბოლო ორი კვირაა გაკვირდები და დასკვა ჩემით გამოვიტანე,ახლა გეუბნები იმას რაც შენ უნდა გეთქვა,ან იტყოდი მომავალში…საქმეს გიადვილებ…მე შენ აღარ მიყვარხარ,არც შენ გიყვარვარ…არ თქვა ახლა ცდებიო…ფაქტი ფაქტად რჩება,რამდენად ძლიერად გვინდოდა და გვჭირდებოდა ერთმანეთი ახლა იმდენად დავშორდით…დავშორდით და აღარაფერი დარჩა უბრალოდ ნაცნობობის გარდა,ეს ყოველთვის გინდოდა…

–          არასწორ დასკვნებს აკეთებ…

–          მაშინ დამიმტკიცე რომ გიყვარვარ და მითხარი ‘’ ძალიან მაგრად მიყვარხარ’’.

–          რატომ,ვინმე გვისმენს და გინდა გაიგოს?

–          ცხოვრებაში ერთხელ ვერ მიიღე ჩემთან საუბრისას სწორი გადაწყვეტილება…

–          კარგად იყავი…

–          მოიცა…

ხელი მაგრად ჩავჭიდე და წასვლის უფლება არ მივეცი…შევხედე და შავი მოსაცმელი უკვე სულ მთლად გადათეთრებული ჰქონდა,წითელი ტუჩები სიცივისგან დასუსტებული…მინდოდა მეკოცა ახლა,როცა წინააღმდეგობას ვერ გამიწევდა,მეყვირა რომ მიყვარდა და ქალაქი გამომეღვიძებინა მაგრამ არა…

–          ნუთუ ასე ძნელი იყო ამ სამი სიტყვის თქმა?შენ თვითონაც იცი და მეც კარგად ვიცი რომ ჩვენი ურთიერთობა დაინგრა,ახლა ამ ნანგრევებში ვიქექები და ვეძებ რამე ხელმოსაჭიდს… მაგრამ არაფერი ჩანს… ახლა ის მინდა გითხრა რაც არასდროს მითქვამს… მინდა გამოგიტყდე …არასდროს არავიში შემშლიხარ,არასდროს,უბრალოდ მინდოდა გეეჭვიანა,მინდოდა გამეგიჟებინე და გეგრძნო რომ ძალიან მაგრად გიყვარვარ…არაფერს არ ვნანობ…მართლა არ ვნანობ,უბედნიერესი ვიყავი შენთან გატარებული დროის მანძილზე.

–          არაა მასე…

–          ასეა ასე,რადგან ვიძახი ასეა მე დავმარცხდი……

–          არა ბედნიერება შენ წინ გელის,ოღონდ სწორი გზით უნდა იარო…

პატარა პაუზა…

–          დამარცხი?იბრძოდი?

–          კი ვიბრძოდი,ყოველი დღე ვებრძოდი ადამიანებს რომ შენ მყვარებოდი,ღმერთს ვებრძოდი…შენ გებრძოდი,საკუთარ თავსაც ვებრძოდი…

–          ღმერთს არ უნდა ებრძოლო… და გამიღიმა…

–          არა შენ ყოველთვის ახერხებ მნიშვნელოვანი საუბრიდან ამოირჩიო ყველაზე უმნიშვნელო ნაწილი და ამაზე გაამახვილო ყურადღება…ამით ნერვები მომიშალო…მაგრამ ეს შენი სტილია მე მივეჩვიე…

–          კარგად იყავი…

–          კარგად…ხო..მე ამაზე დავწერ…და მერე იქნებ კიდეც წაიკითხო მეთქი ვუთხარი…

–          რაზე?

და პასუხი უკვე აღარ ჭირდებოდა ამ ყველაფერს…ხელი ცივად გავუშვი,არც გაჩერებულა,უკანაც კი არ მოუხედავს თორე გავედევნებოდი და მერე სამუდამოდ დავიტოვებდი…იქვე ჩამოვჯექი… და ვუყურებდი როგორი ნელი ნაბიჯებით მიდიოდა,თოვლი კი უფრო სწრაფად მოდიოდა…სამ წუთში მისი ნაკვალევიც კი გააქრო მიწიდან,მის ჩრდილსაც ვერსად ვხედავდი…

 ნუთუ ასეთი ძნელი იყო გეთქვა : ‘’ ძალიან მაგრად მიყვარხარ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s