უკვე მერანდემედ ავუკრძალე ჩემ თავს შენზე ფიქრი და უკვე მერამდენედ დავარღვიე პირობა..გატეხილი პირობების დასტას დღესაც უკვე ჩვეული ღიმილით ერთიც მივუმატე და სახლიდან გამოვიქეცი..
მე მიყვარს ჩემი ბოიფრენდი..ის ჩემი ოჯახია უკვე..არაოფიციალური,მაგრამ მაინც ოჯახი..“ოჯახის კლანჭებში მოქცევას ჩემნაირი თავისუფლების მოყვარე ვერასოდეს შეძლებს“- კიდევ ერთხელ გავიმართლე თავი ამ უკვე ბანალური ფრაზით .. მისი ქალაქგარეთ წასვლითაც ვისარგებლე და გამოვიქეცი..სახლიდან გამოვიქეცი..
შენთან.. ვიცოდი სად და როდის შემეძლო შენი ნახვა..მოვედი და ზუსტად იმ ადგილას დამხვდი..გამეღიმა, ჩემი საყვარელი მაისური რომ გეცვა.. ჩვენ ურთიერთობა არ აგვეწყო,მაგრამ შენ ჩემი პირველი სიყვარული იყავი..მე კი შენი.. იმდენად ბავშვური გულით და წრფელი გრძნობით მიყვარდი რომ სიყვარული სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია და დღესაც მაგიტომ მოვედი შენთან.. არასოდეს არ მითქვამს შენთვის ეს და არც არასდროს გეტყვი, იმიტომ რომ არ იმსახურებ..შენ შორიდანვე შემამჩნიე , დატოვე ყველა და ჩემკენ წამოხვედი ,ნახევარი წელიწადია არ მინახიხარ,მაგრამ სულისშეხუთვამდე რომ ჩამეხუტე მაინც გამიკვირდა.. ის წამი გაჩერდა და ეხლაც ჩემ გონებაში ტრიალებს, თუმცა დღესაც სხვის გვერძე ვწევარ და ამ ფიქრებში წასული სუნთქითაც კი ჩუმად ვსუნთქავ რომ არაფერმა გამცეს..
გაუაზრებლად გავტეხე ის პორობაც რომ აღარ მოვწევდი..ჩემი თავის დამორჩილება მიჭირს.. არადა ეს ადრე კარგად გამომდიოდა..ახლა აივანზე ვზივარ, ფეხები მეყინება და ბავშვობა მახსენდება.. სასაცილოა რომ ასე ვუწოდებ უახლოეს წარსულს, მე ხომ ახლაც ბავშვი ვარ.. სიგარეტის ბოლი,სიჩუმე და წყნარი ამინდი ფიქრების ისეთი საუკეთესო საშუალებაა, რომ საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ვახერხებ..და მახსენდება რომ წეღან ორსულობის ტესტი ვიყიდე, რომელის ჩანთიდან ამოღებაც კი მეშინია..
:(((( dzalian lamaziaa:))
იზიი <33 რა კარგი ხარ ეე შენი ბლოღის მკითხველივარ ათასი თავით აწ უკვე
დიდი ხანია არც არაფერს ვაქვეყნებ აქ და არც არაფერს ვკითხულობ, თუმცა უსაქმურობამ ისე აქ შემომიყვანა და გავხსენი შენი ბლოგი ისე რომ არც ვიცოდი ვინ ხარ. წავიკითხე ერთი პოსტი, მერე მეორეც მოყვა მესამეც და ა.შ. შემითრიე მოკლედ რომ გითხრა 🙂 კარგად წერ და ახლა უკვე ვიცი ვინც ხარ. ძალიან მაგარი გოგო ხარ :* გაუაზრებლად გავტეხე ის პორობაც რომ აღარ მოვწევდი..ჩემი თავის დამორჩილება მიჭირს.. უკვე მერანდემედ ავუკრძალე ჩემ თავს შენზე ფიქრი და უკვე მერამდენედ დავარღვიე პირობა.. რაღაც იგივე მეც მემართება მუდამ 😦 :*
ხანდახან ამას ისევ ვკითხულობ… იმიტომ,რომ ძალიან ჩემად ვთვლი რატომღაც… ♡♡♡